დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 570 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.020280 |
|
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მონაწილე − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია სამმხრივი ხელშეკრულება; დ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და მონაწილეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;“. 2. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტო პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით. 3. მონაწილესა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება ფორმდება სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ მოძიებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის საკითხის შეთანხმების შემდგომ.“. 3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. თუ პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას სააგენტოსათვის წარდგენილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარით გადაცემა შეუძლებელია, ქონების ეროვნული სააგენტო მონაწილესთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის ჩანაცვლებას ან/და კორექტირებას ამ პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს პროგრამის ფარგლებში პრეტენდენტების მიერ სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის წარდგენილ ყველა განაცხადზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები