თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016376
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
22/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010250020.35.163.016376
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/01/2018 - 29/10/2019)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვიტოს №11 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014წ, 010250020.35.176.016011).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 18/08/2014წ, 010250020.35.163.016190.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის  შიდა აუდიტის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი, იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების აღნიშვნით.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ფინანსური და სხვა სახის რისკების დადგენა და შეფასება;

2. აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

3. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

4. მერიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

5. მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურეობრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

6. მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურეობრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

7. მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მერისათვის წარდგენა;

8. მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

9. მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

10. მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;

11. სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

12. სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, მერიის დებულებასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი.

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.

3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებებია:

) აუდიტის განყოფილება;

) ინსპექტირების განყოფილება.

მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

მუხლი 5. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;

) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეებზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

მუხლი 6. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მოხელე პასუხისმგებელია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

3. მოხელე უზრუნველყოფს მერის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება – მოვალეობების შესრულებას.

მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები

1. აუდიტის განყოფილების ფუნქციებია:

) მერიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;

) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი.

) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში, იურიდიულ პირებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში აუდიტის ჩატარება;

) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან, ამ დებულებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, მერიის დებულებასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

2. ინსპექტირების განყოფილების ფუქნციებია:

) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურეობრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურეობრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მერისათვის წარდგენა;

) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან, ამ დებულებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, მერიის დებულებასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

მუხლი 8. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.