თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016374
22
22/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010250020.35.163.016374
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვიტოს №8 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014წ., 010250020.35.176.016008).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 15 დეკემბრის №60 დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 22/12/2015წ., 010250020.35.163.016299).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი

 

 თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის (შემდგომშისამსახური ) დანიშნულებას , ფუნქციებს და უფლება -მოვალეობებს .

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობსსაქართველოს კონსტიტუციით “, საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საბიუჯეტო კოდექსი “, „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით , თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით , საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით .

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. სამსახურს აქვს ბეჭედი , იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით .

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები :

1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტების შემუშავება , ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება .

2. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი , შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება.

3. დადგენილი წესის შესაბამისად , ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება .

4. მერის წინაშე წინადადების წარდგენა , ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით ;

5. ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა , რისთვისაც :

) თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად , კანონმდებლობის შესაბამისად , შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს , საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად ;

) უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების ) მიღებადამუშავებას , განხილვას , საჭიროების შემთხვევაში , თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად ;

) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით ;

) თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში ასახავს : ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას , ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების , სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე , დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით , ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად .

6. სამსახური , კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენს მერს ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად წარსადგენად .

7. დადგენილი წესის თანახმად , ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ , განწერაში ცვლილების შესატანად .

8. ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას , რისთვისაც :

) აღრიცხავს გაწეულ გადასახდელებს , რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ . იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ  შემოსულობებს ;

) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების ან თვეების მიხედვით ;

) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას ;

) დადგენილი წესის თანახმად , ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს ;

) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს ;

) დადგენილი წესის მიხედვით , ახდენს ხელშეკრულებების , ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას ;

) დადგენილი წესის მიხედვით , ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეკრულებების , ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას ;

) მერის გადაწყვეტილების საფუძველზე , ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას ;

9) ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას , რისთვისაც :

) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან , აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას ;

) იღებს ინფორმაციებს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ ;

) ადგენს პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს ;

) კანონმდებლობით განსაზღვრული ერთიანი კომპიუტერულ -საინფორმაციო ბაზის მეშვეობით , ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას .

) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას მერიის შესაბამის სამსახურებზე , ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების , აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით , თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ ;

) ამზადებს სამსახურში შექმნილი დოკუმენტებს არქივისათვის გადასაცემად , ასევე ბუღალტრული დოკუმენტების , აღრიცხვის რეგისტრების , ხარჯთანუსხების , მათი გაანგარიშებების და სხვა დოკუმენტების შენახვას .

10. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის უფროსი .

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების განყოფილებებისაგან .

სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები განყოფილებებია :

) საბიუჯეტო განყოფილება ;

) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება .

მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სამსახურის უფროსი , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში :

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ;

) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით , მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების , მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებს , რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ;

) უზრუნველყოფს ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შუალედურ შრეში ყველა ოპერაციის განხორციელებას ;

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან /და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში , სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი .

მუხლი 5. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ხელმძღვანელი , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის განყოფილების უფროსი :

) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს ;

) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ;

) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას ;

) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ;

) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ;

მუხლი 6. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელეს , საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მოხელე პასუხისმგებელია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.

3. მოხელე უზრუნველყოფს მერის , სამსახურის უფროსის , აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას .

მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები

1. საბიუჯეტო განყოფილება ახორციელებს :

) თელავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას ;

) თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების , აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას , ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას ;

) ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას , ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ;

) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას ;

) თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან , და თელავის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციების , მასალების მიღებას და დამუშავებას ;

) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე , თელავის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენა ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;

) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ /ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსება , შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ /ყოველთვიური განწერა ;

) თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან /და ყოველთვიურ განწერას ;

) დადგენილი წესის შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ;

) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური სარეზერვო ფონდის ანგარიშის მომზადება;

) მერის დავალების შესაბამისად ბრძანების პროექტის მომზადება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ;

) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება .

2. სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია :

) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიური აღრიცხვა ;

) ხელშეკრულებების აღრიცხვა , ანალიზი და ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება ;

) საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღება (სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ( ( )იპ -ებიდან )/შექმნა (ხელშეკრულებების , საბიუჯეტო რესურსების და საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისად ) ელექტრონული სისტემის მეშვეობით კანონმდებლობის შესაბამისად ;

) საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღება სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ( ( )იპ -ებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად ;

) სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე , რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადახდო მოთხოვნის შექმნა (დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ხელშეკრულებებთან და ვალდებულებებთან ) კომპიუტერული ელექტრონული სისტემის მეშვეობით ;

) თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ყოველთვიური ან /და კვარტალური და წლიური ინფორმაციის მომზადება და საბიუჯეტო განყოფილებისთვის წარდგენა;

) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან /იურიდიული პირებიდან წერილების მიღება , რომელსაც თან ერთვის სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია ;

) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგი მონაცემების შემოწმება :

. ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფაქტობრივი თანხის შესაბამისობა აღებულ ვალდებულებასთან ;

. ) ფაქტობრივი შესრულების ვადის შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან ;

. ) რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან ;

) კანონმდებლობის შესაბამისად , წინასწარი (ავანსი ) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში ) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში ;

) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ;

) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებდადგენილი წესის შესაბამისად , განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების , არაფინანსური აქტივებით , ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების აღრიცხვა ;

) დამტკიცებული ფორმების შესაბამისად , ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა ;

) თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულდარიცხვა , უწყისების შედგენა და გაცემა ;

) საგადასახადო დეკლარაციის შედგენა და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენა ;

) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადება , მონაცემთა ბაზაში შეტანა ;

) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა ;

) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით ;

) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების ) და სხვა დებიტორული (კრედიტორული ) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა ;

) ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური /ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩასაბარებლად მომზადება ;

) მეთოდოლოგიურდახმარება , მისი კომპეტენციის ფარგლებში , თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე ;

) წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა ;

) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება .

მუხლი 8. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით , თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ .