თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016373
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
22/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010250020.35.163.016373
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2018 - 26/06/2023)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვიტოს №6 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014წ., 010250020.35.176.016006).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მაისის №30 დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 29/05/2015წ., 010250020.35.163.016269).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი

 

თელავის მუნიციპალიტეტის  მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლებამოვალეობებს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი,იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;

2. საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება;

3. კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა.

5. სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და შესრულება;

6. მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;

7. საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;

8. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

9. შემოქმედებით ჯგუფების პოპულარიზაცია;

10. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამსახურის უფროსი.

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების - განყოფილებებისაგან.

3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები განყოფილებებია:

ა) კულტურისა და განათლების განყოფილება;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;

მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

მუხლი 5. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;

) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

მუხლი 6. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მოხელე პასუხისმგებელია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

3. მოხელე უზრუნველყოფს მერის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება!მოვალეობების შესრულებას.

მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები

1. კულტურისა და განათლების განყოფილება:

ა) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიურ გეგმას;

) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას კულტურის სფეროში;

) კოორდინაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას;

) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს;

) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობას და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობას.

) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:

) უზრუნველყოფს მოსახლეობის სპორტულ გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავებას და ხელს უწყობს მის შესრულებას;

) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიურ გეგმებს;

) კოორდინაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას;

) ხელს უწყობს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;

) ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს;

) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 8. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.