თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016371
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
22/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010250020.35.163.016371
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2018 - 08/02/2018)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვიტოს №5 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014წ., 010250020.35.176.016005).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 18 მარტის №22 დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19/03/2015 წ., 010250020.35.163.016261).
მუხლი 4
   დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის (შემდგომში – სამსახური ) დანიშნულებას , ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს .

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობსსაქართველოს კონსტიტუციით “, საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით , თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით , საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით .

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. სამსახურს აქვს ბეჭედი , იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით .

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები :

1. ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოებული და საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საბოლოო რედაქციით შემუშავებას .

2. შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ( მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და . .);

3. უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე ;

4. განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს , ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის , როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის , სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს ;

5. შეისწავლის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს , მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებებს წარუდგენს მერს ;

6. განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს ;

7. ახორციელებს კონტროლს გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებულ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ;

8. ახორციელებს უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სარეკლამო , სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების , დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების ზედამხედველობას , მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებებს უზრუნველყოფს ;

9. ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა -ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო -ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან , ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე , კანონით დადგენილი წესით ;

10. ახორციელებს არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების ზედამხედველობას , ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ანდა დემონტაჟის , სამართალდამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებას ;

11. უზრუნველყოფს გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას ;

12. უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ქვემდებარე სამართალდარღვევების გამოვლენას , ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას , კომპეტენციის ფარგლებში ;

13. უზრუნველყოფს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას , ოქმის შედგენას და რეაგირებაკომპეტენციის ფარგლებში ;

14. ახორციელებს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებისათვის საჭირო ღონისძიებებს ;

15. ახორციელებს სამსახურისათვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის უფროსი .

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების განყოფილებებისაგან .

სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები განყოფილებებია :

) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ;

) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება ;

) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება .

მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის უფროსი , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში :

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ;

) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით , მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების , მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებს , რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ .

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან /და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში , სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი .

მუხლი 5. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ხელმძღვანელი , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის განყოფილების უფროსი :

) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს ;

) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ;

) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას ;

) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ;

) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს .

მუხლი 6. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელეს საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მოხელე პასუხისმგებელია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ;

3. მოხელე უზრუნველყოფს მერის , სამსახურის უფროსის , აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას .

მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია :

) საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ;

) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა ;

) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება ;

) მერიის თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა

) მერიის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა ;

) მერიისა და მერის , აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ;

) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მერის წარმომადგენლობის განხორციელება სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და . .);

) ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე ;

) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულცალკეული საკითხების განხილვა , საქართველოს კანონმდებლობასთან მერიის , როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხის შეთანხმება ;

) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების , მოსაზრებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებების წარდგენა მერისთვის ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება .

2. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია :

) საქართველოში მოქმედი ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან /და დემონტაჟი , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება ;

) სამშენებლო , სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა );

) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი ;

) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების კონტროლი ;

) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი ;

) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთა და საჯარიმო სანქციების გამოყენება ;

) სანიტარიულ - ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი ;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ;

) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება მის საზედამხედველო ობიექტებში ტექნიკური და სამშენებლო , სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე ;

)საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის დამყარება და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე , საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე ;

) ზედამხედველობის წარმოება ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე , მათ მოჭრაზე , გადაბელვაზე , ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება ;

) განყოფილების მოხელეებს შესაძლებელიაქონდეთ უნიფორმა და სამსახურებრივი მოწმობა .

5. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციებია :

) ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების , გაუქმების , მათი ტარიფების განსაზღვრის თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება ;

) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნა და მათ მიერ შესასრულებელი ან /და შესრულებული ვალდებულებების პერიოდული ანალიზი ;

) კანონით დადგენილი მოსაკრებლების ამოღება სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად ;

) მოსაკრებლების გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდება , გადასახადის ვადების , მოცულობის შესახებ ;

) შემოსული განცხადებების , მიმართვების (წერილების ) მიღება -განხილვა ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება .

მუხლი 8. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით , თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ .