გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016443
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
57
21/12/2017
ვებგვერდი, 26/12/2017
190040000.35.148.016443
გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2017 - 09/02/2018)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №57

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის  2018  წლის ადგილობრივი  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის  შესაბამისად. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი     №1                                  
გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის,  (რეგისტრაციის ვადა არ ვრცელდება წესის    მე-8 მუხლით და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე), ასევე გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართაკატეგორიები და   დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიურიავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის  სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი  წევრი  ან  ოჯახის  ნდობით  აღჭურვილი  პირი,  რომელიც მიმართავს    მუნიციპალიტეტს    სოციალური    დახმარების    მოთხოვნით    და   წარმართავს   მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –  დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4.  დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გაეწევა შემდეგი სახის დახმარება:

ა) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო სოციალური ქულის მქონე ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების   სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება, მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.


მუხლი 2. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.

2.  დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის  სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი  წევრი  ან  ოჯახის  ნდობით  აღჭურვილი  პირი,  რომელიც მიმართავს    მუნიციპალიტეტს    სოციალური    დახმარების    მოთხოვნით    და   წარმართავს   მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –  დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელი დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:

ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განესაზღვროთ ერთჯერადად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ ერთჯერადად, პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.

2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 100 000- დან 150 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგ დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირებს;

ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირებს;

გ) ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანებს.

3. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლით გათვალისწინებული თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში.

4.  დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა (ოჯახის  სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი  წევრი  ან  ოჯახის  ნდობით  აღჭურვილი  პირი,  რომელიც მიმართავს    მუნიციპალიტეტს    სოციალური    დახმარების    მოთხოვნით    და   წარმართავს   მასთან ურთიერთობებს) წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ამონაწერი რეგისტრაციის ადგილიდან ან/და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი სტაციონარიდან;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;

ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 5. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0),  კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD  Q80) და ჰიდროცეფალიით  დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარება
1. (0-დან 18 წლამდე) დაავადებული ბავშვების  ცერებრალური დამბლით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0),  კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD  Q80) და ჰიდროცეფალიით  დაავადებული ბავშვების სამედიცინო  სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ცერებრალური დამბლით, დაუნის  სინდრომით და ფენილკეტონურიით დაავადებული ადამიანების სოციალური  დახმარება  განისაზღვროს ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. (0-დან 18 წლამდე) აუტიზმით დაავადებული ბავშვების  სამედიცინო  სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ)ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 6. დიალიზზე  მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური და სამედიცინო დახმარება
1. დიალიზზე მყოფი  დაავადებული ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –  დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ზ) საჭიროების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე  ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 7. სტუდენტებისა და სპორტსმენების  დახმარება
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტირებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლამდე) ოჯახის წევრი;
გ) სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/  და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 70000- ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.
5. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/  და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიით, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე  ვეტერანთა  გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

დ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა   წარმომადგენელმა  გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის  დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (გარდაცვლილი ოჯახის წევრი) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;  

ვ ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

თ) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ კავშირს. გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მომსახურების გასაწევად.

3. თანხა გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სარგებლობის შემთხვევაში  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით დამკძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.


მუხლი 9. დედ-მამით ობოლი ბავშვებისა და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების დახმარება
1. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2.  0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდულ შვილებს   დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ან/და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების მეურვემ/მზრუნველმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ბენეფიციარის  მეურვის/მზრუნველის  ვინაობის  შესახებ;

დ) ცნობა მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდვის შესახებ;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლის მეორე პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 10. ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
1. სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ხანძრების (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა)   შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის  დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ოცი დღის ვადაში;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ)დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

დ) ხანძრის შემთხვევაში ცნობა  საქართველოს   შინაგან საქმეტა სამინისტროს სსიპ საგანგებო  სიტუაციების მართვის სააგენტოდან; 

ე) ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ  გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამართველოდან;

ვ) ხანძრის შემთხვევაში  ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან;

ზ) სტიქიური  მოვლენების შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის     მიყენების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან და აქტი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც (პირადი ნომრის მითითებით);

4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი);
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი).
3. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/  და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 12. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე გორის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 4-შვილიანი ოჯახები.

2. ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე გორის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული 5- და მეტშვილიანი ოჯახები.

3. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა ან/და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  გორის  მუნიციპალიტეტში  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  სახის  დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის)  პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საჭიროების შემთხვევაში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  საზღვრები;

ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.

4.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით,  პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 13. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება
1. ერთჯერადად,  1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
2. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/ და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);       
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 14. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით
1. რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს (ბენეფიციარებს) დახმარება გაეწევათ ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/ და მეურვემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –  დევნილის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ;

დ) ცნობა  ბავშვის მეურვის ან/და  მზრუნველის ვინაობის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 15. მარტოხელა მშობლის დახმარება
1.ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის ან/და დედის შესახებ, ასევე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში; მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ ამ სტატუსის მქონე პირი დაქორწინდება (იგულისხმება რეგისტრირებული ქორწინება) ან მის შვილს (ნაშვილებს) შეუსრულდება 18 წლის ასაკი.

ა) ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან – 47000 მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

ბ) ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (47000-დან – 57000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

გ) ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (57000-დან – 65000 ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის –  დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ვ)  ცნობა ქორწინების რეგისტრაციის შესახებ;

ზ) გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის  მინიჭების შესახებ;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 16. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის (ბენეფიციარების) დახმარების გაწევა
1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს (ბენეფიციარებს) ფულადი დახმარება გაეწევათ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან;

დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე


მუხლი 17. სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირიუზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება  
1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ქირით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად წლის განმავლობაში ფულადი დახმარების  გზით. ბენეფიციარების გამოვლენა, წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 

2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად, ყოველთვიურად, 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას (დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის)  მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.

3.  მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის  დევნილის მოწმობის ასლი;

 გ) გამქირავებლის, ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ მის სახელზე საცხოვრებელი ფართი  არ ირიცხება;

ე) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის  მიერ დამოწმებული ბინის მესაკუთრესა და დამქირავებლს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება.

4. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე; (ინფორმაცია,  რომელიც ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში);

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის მიერ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 18. მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება კომუნალურ გადასახადებზე
1. მკვეთრად  გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.

2. 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს    ერთჯერადად ფულადი დახმარება გაეწიოთ 200 (ორასი) ლარის ფარგლებში.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით – უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

ე) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 19. სოციალური დახმარების დანიშვნა, გაცემა და სამენეჯმენტო კონტროლი
1. გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტს მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

4.  ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში სამსახური მასალებს შემდგომი განხილვისათვის გადასცემს მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.

5.  სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.


მუხლი 20. სამუშაო ჯგუფის უფლებაუნარიანობა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-11 მუხლის განსახილველად. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით.

2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3.  სამსახურის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.

4. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დადგენილებით, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5.         სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 21. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1.  სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2.  სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3.  სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6.   სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მერს.

 


მუხლი 22. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე, ხოლო ამ წესის მე-10 მუხლის გათვალისწინებული სოციალური დახმარების  გაცემის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტისა და მერის ბრძანების საფუძველზე.

თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 23. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.

2. ამ წესით გათვალისწინებულ დახმარებაზე მოთხოვნა მოსარგებლე ბენეფიციარმა (ფიზიკურ და იურიდიულმა) პირებმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ საბიუჯეტო წლის 20 დეკემბრამდე.