„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016377
25
21/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
010250050.35.105.016377
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №25

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016354) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს  ცვლილება:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“;

გ) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;

დ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკრებულოს აპარატის შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.“;

ე) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს – უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“;

ვ) ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლი. 

მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა)„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილება:

ბ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის  №2 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია