ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016376
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
21/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
010250050.35.105.016376
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/12/2017 - 15/02/2018)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №24

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  დებულება


მუხლი 1. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვის მიზნით შექმნილი მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავებას, მუნიციპალური პროგრამების ფინანსურ გაანგარიშებას, წარმოდგენილი მასალების განხილვასა და ანალიზის საფუძველზე  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებას,  შესრულების ანგარიშის შედგენას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების    შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს  ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან.

4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;

ბ) სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

გ) შემოსულობებისა და ქონების აღრიცხვის განყოფილება.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის შედგენის ორგანიზებას და მონაწილეობას;

ბ)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

გ) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება–დამუშავებას, განხილვას;

დ) შემოსულობების პროგნოზირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

 ე) კანონით დადგენილ ვადებში, ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში წარდგენას;

ვ) დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერას და დაყვანას მხარჯავ სუბიექტებზე;

ზ) დადგენილი წესის თანახმად, შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მასალების მომზადებას საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად;

თ)    მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების პროცესში:

თ.ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

თ.ბ.) ხაზინის მომსახურების წესის თანახმად,  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნების დამუშავებას;

თ.გ) დადგენილი წესის მიხედვით,  მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;

თ.დ)  მერის ბრძანების შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;

ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას;

კ)  ინფორმაციების მიღებას საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;

ლ)    მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შესრულების წლიურ ანგარიშების შედგენას საკრებულოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად;

მ)  მუნიციპალიტეტის პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენას;

ნ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი  ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვას - ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე მეთოდოლოგიურ მითითებებს და პრაქტიკულ დახმარებას კომპეტენციის ფარგლებში.

ო) მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის მიწოდებას  მერიის შესაბამის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ;

პ)  სამსახურში შექმნილი საფინანსო და სხვა სახის დოკუმენტაციის შენახვას, ყოველწლიურად დამუშავებას და არქივისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის  მომზადებას.

ჟ) მოქმედი კანონმდებლობით და  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. სამსახურის უფლება-მოვალეობანი 
სამსახურს უფლება აქვს:

ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებისგან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისგან, და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისთვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებანი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და სხვა დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით;

2. სამსახურის მოვალეობაა:

ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე გაწეული მუშაობის შესახებ, დადგენილი წესით წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;  

ბ) განიხილოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში  არსებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები, მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 


მუხლი 5. საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას, მუნიციპალიტეტის    გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს;

დ) მუნიციპალიტეტის  სტრუქტურული ერთეულებიდან  და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას;

ე) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას - განსაზღვრავს გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს, შემდგომში განხილვისთვის.  ამზადებს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესახებ  მერის ბრძანებისა და  საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს;

ვ) შემოსულობების განყოფილებასთან ერთად წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას და წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად;

ზ) დამტკიცებული კვარტალური განწერის გაგზავნას შესაბამისი მხარჯავი სუბიექტებისთვის და  დამტკიცებული (კვარტალური დაყოფის მიხედვით) ხარჯთაღრიცხვების მიღება-შემოწმებას;

თ) მთლიანი მუნიციპალიტეტის ნაერთი მუხლობრივი გადასახდელების შედგენას;

ი) დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

კ) დადგენილი წესის შესაბამისად,  მერის ბრძანების პროექტების მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, დამტკიცებულ განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით;

ლ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის შედგენაში მონაწილეობას, შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს,  ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციისა და ანგარიშის მომზადებას, მათ შორის სარეზერვო ფონდის ანგარიშის და შემდგომში მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად წარდგენას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შემოსულობების და საბიუჯეტო განყოფილებასთან ერთად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობას;

ბ) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის და გადახდების სწორ ორგანიზაციას;

გ) ბიუჯეტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა რეგისტრაციას, მ.შ. შესყიდვების სამსახურში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ხელშეკრულების რეგისტრაციასთან ერთად, სახაზინო კოდების მიხედვით წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების, საქონლის ან მომსახურებაზე გადახდების გრაფიკის განთავსებას ხაზინის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

 დ) ვალდებულების დოკუმენტის განხილვას, გადახდების ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და რეგისტრაციას.

ე) სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის  საფუძველზე და განხილვის შემდგომ რეგისტრირებული ვალდებულებების ფარგლებში ამზადებს საგადახდო მოთხოვნებს და არეგისტრირებს ხაზინის ერთიან ბაზაში;

ვ) წინასწარ გადახდებს საბანკო გარანტიის საფუძველზე ან მივლინებაზე საქვეანგარიშო თანხების გამოყოფის შემთხვევაში;

ზ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემიდან სახაზინო ამონაწერის ყოველდღიურ დამუშავებას;

თ) მობრუნებული თანხების მართვას;

ი) საბუღალტრო ელექტრონული პროგრამის მეშვეობით სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვას;

კ) საკასო და ფაქტობრივი ხარჯების გატარებას;

ლ)  სადეპოზიტო საბანკო ანგარიშების მართვას;

მ)  მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;

ნ) საკრებულოს, მერიისა და სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულების მომუშავეთა, აგრეთვე შტატგარეშე მუშაკების, შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვას და შესაბამის ანგარიშებზე ჩარიცხვას;

ო) ბუღალტრული ანგარიშგების მართვას ბალანსის ცალკეული დანართის მიხედვით, ბუღალტრული ბალანსის შედგენას;

პ) საგადასახადო დეკლარაციის  შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას.

ჟ) მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების და სახაზინო მომსახურების საკითხებზე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.

რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. შემოსულობებისა და ქონების აღრიცხვის  განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  ა) საბიუჯეტო განყოფილებასთან ერთად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის და   ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობას;

ბ) დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების ასახვას ხაზინის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში;

გ) საბიუჯეტო განყოფილებასთან ერთად ახდენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილის კვარტალურ განწერას გადასახდელებთან შესაბამისობით;

დ) სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებას საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებასთან ერთად;

ე) საჭიროების შემთხვევაში შემოსულობების ნაწილში ცვლილებების შეტანაზე პროექტის მომზადებას;

ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების მონაცემთა ბაზის დაზუსტებასა და შექმნას;

ზ) ადგილობრივი შემოსავლებისა და მოსაკრებლების შემოღებასა და წესებზე პროექტების მომზადებას საკრებულოში წარსადგენად;

თ) ბიუჯეტის ქვემდებარე ადგილობრივი შემოსავლებისა და მოსაკრებლების მობილიზაციას;

 ი) კონტროლს თვითმმართველობის მიერ დაწესებული ჯარიმებისა და სანქციების ბიუჯეტში სრულად მობილიზაციაზე;

კ) ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი და შექმნილი ძირითადი აქტივების და მატერიალური  მარაგების, ასევე ეკონომიკური და ადმინისტრაციული სამსახურიდან მიღებული მონაცემებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე უსასყიდლოდ გადმოცემული ქონების აღრიცხვას საბუღალტრო ანგარიშების და ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით;

ლ) ცვეთის დარიცხვას დაწესებული ნორმების მიხედვით და წლიური ნაერთი მასალების მომზადებას და გადაცემას საბუღალტრო განყოფილებისთვის;

მ)მერიის შესაბამის  სამსახურებთან ერთად ყოველწლიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობას და შედეგების გამოყვანას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.