ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016373
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
21/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
010250050.35.105.016373
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2017 - 15/02/2018)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №21

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულება


მუხლი 1. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების  სამსახური 
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს  ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და  სამუშაოთა  აღწერილობით.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების    უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4.განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და  სამუშაოთა  აღწერილობით.  სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და   სამუშაოთა  აღწერილობით.  განყოფილების უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს  განყოფილების  ერთ-ერთი მოხელე.

6.განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და  სამუშაოთა    აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის      შესაბამისად.

8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) ქონების მართვის განყოფილება;

გ) ტრანსპორტის განყოფილება;

დ) დარგობრივი ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილება;

ე) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას.

2. არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

3. ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურეობის შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას.

4. ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

5. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას.

6. მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

7. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროექტების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობისა და დასაბუთებული წინადადებების მიღებას;

8. მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და მერისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენას გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად;

9. ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

10. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

11. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;

12. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;

13. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

14. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

15. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე;

16. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

17. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;

18. მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურების განხორციელებას;

19. მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;

20. მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;

21. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის უფლება მოვალეობის განხორციელებას.

22. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;

23. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას;

24. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

25. მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში ჭარბი მგზავრთა ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას;

26. მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;

27. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;

28. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

29. წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

30. სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

31. მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;

32. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;

33. მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;

34. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმე წონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას;

35. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;

36. კომპეტენციას მიკუთვნებული წერილების განხილვას და გადაწყვეტას;

37. ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას.

38. სოფლის მეურნეობის დარგობრივი მიმართულებების მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის მიერ ამავე დარგში დაფუძნებული კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას.

39. მუნიციპალური სამსახურის/სამსახურების მიერ ორგანიზებულ დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე და საერთო კრებებზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებას მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან და აღნიშნულზე შედარებითი ანალიზის უზრუნველყოფას (განხილული, დამტკიცებული და განხორციელებული პროექტების ცხრილების შექმნა).

40. მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება/დამუშავებას, ელექტრონული ბაზის შექმნას.

41. ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება/დამუშავებას, სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას პრიორიტეტული დარგების მიხედვით. (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა).

42. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფას.

43. სტატისტიკური დაკვირვებების განხორციელება მუნიციპალიტეტში თემატური აქტუალობის მიხედვით.

44. მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნასა და ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.

45. მუნიციპალიტეტის დარგობრივი ეკონომიკის შესაძლო პოტენციალის (ინვესტირებისათვის) განვითარების მიმართულებების მონაცემთა ბაზის შექმნას, მუნიციპალიტეტის მერისთვის წარსადგენად.

46. მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებას მუნიციპალიტეტის მერისთვის წარსადგენად.

47. ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას;

48. ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემას;

49. ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას;

50. ახალი ტურისტული ადგილების შექმნისთვის რეკომენდაციების მომზადებასა და შეთავაზებას, მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნას და შეთავაზებას;

51. უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, საინფორმაციო ბაზის შექმნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა;

52. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

53. ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობას;

54. მოსახლეობის დასაქმების მიზნით, კონსულტაციის გაწევასა და მათ ჩართვას ტურისტულ ბიზნესში.

55. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელის შეწყობას.

56. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

 


მუხლი 4. მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას.

ბ) არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

გ) ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურეობის შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას.

დ) ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

ე) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას.

ვ) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროექტების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობისა და დასაბუთებული წინადადებების მიღებას;

თ) მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და მერისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენას გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად;

ი) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

კ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. ქონების მართვის განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;

 გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;

დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე;

ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;

ი) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურების განხორციელებას;

კ) მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;

ლ) მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;

მ) მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის უფლება მოვალეობის განხორციელებას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. ტრანსპორტის განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას;

გ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

დ) მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში ჭარბი მგზავრთა ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას;

ე) მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;

ზ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

თ) წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ი) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

კ) მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;

ლ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;

მ) მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმე წონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას;

ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;

პ) კომპეტენციას მიკუთვნებული წერილების განხილვას და გადაწყვეტას;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 


მუხლი 7. დარგობრივი ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)   ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის, მცირე  და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას.

ბ) სოფლის მეურნეობის დარგობრივი მიმართულებების მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის მიერ ამავე დარგში დაფუძნებული კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან  სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას.

გ)  მუნიციპალური სამსახურის/სამსახურების მიერ ორგანიზებულ დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით,  მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე და  საერთო კრებებზე, განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებას მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან  და აღნიშნულზე შედარებითი ანალიზის უზრუნველყოფას (განხილული, დამტკიცებული და განხორციელებული პროექტების ცხრილების შექმნა).

დ) მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება/დამუშავებას, ელექტრონული ბაზის შექმნას.

ე) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება/დამუშავებას, სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას პრიორიტეტული დარგების მიხედვით. (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა).

ვ)  ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით მუნიციპალიიიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფას.

ზ)    სტატისტიკური დაკვირვებების განხორციელება მუნიციპალიტეტში თემატური აქტუალობის მიხედვით.

თ)   მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნასა და ინფორმაციის მიწოდებას  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.

ი)  მუნიციპალიტეტის დარგობრივი ეკონომიკის შესაძლო პოტენციალის (ინვესტირებისათვის) განვითარების მიმართულებების მონაცემთა ბაზის შექმნას, მუნიციპალიტეტის მერისთვის წარსადგენად.

კ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებას მუნიციპალიტეტის მერისთვის წარსადგენად.

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების პროგრამების,  პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემას;

გ) ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას;

დ) ახალი ტურისტული ადგილების შექმნისთვის რეკომენდაციების მომზადებასა და შეთავაზებას, მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნას და შეთავაზებას;

ე) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, საინფორმაციო ბაზის შექმნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა;

ვ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

ზ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობას;

თ) მოსახლეობის დასაქმების მიზნით, კონსულტაციის გაწევასა და მათ ჩართვას ტურისტულ ბიზნესში.

ი) კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელის შეწყობას.

კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 9. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

 



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.