„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016480
01-71/ნ
21/12/2017
ვებგვერდი, 21/12/2017
470230000.22.035.016480
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-71/ნ

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/01/2015; 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს  ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები) მე-2 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. ყველა დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების პერსონალი (მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი) ვალდებულია, 2 წელიწადში ერთხელ აიმაღლოს ცოდნა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები აკრედიტებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით). ამასთან: 

ა) ნეონატოლოგები უნდა  მონაწილეობდნენ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა.ა) მაღალი რისკის ახალშობილთა მართვა (მ.შ. რისკს-ჯგუფის ახალშობილთა, ძირითადი ნეონატალური პათოლოგიების დროული იდენტიფიცირება, ადრეული ინტერვენცია, წინასატრანსპორტო სტაბილიზაცია, სამშობიარო ბლოკში  პირველადი დახმარება/ახალშობილის რეანიმაცია);

ა.ბ) კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე პრინციპები (მხოლოდ სუბსპეციალიზებული (III) დონის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტების შემთხვევაში).

ბ) მეან-გინეკოლოგები უნდა  მონაწილეობდნენ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ბ.ა) ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის ინტრანატალური შეფასება;

ბ.ბ)  სამშობიარო ბლოკ-პალატაში ლოგინობის ხანაში ადრეული სისხლდენის განვითარების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

ბ.გ) ანტენატალური ზედამხედველობა.“.

2. ბრძანების №1.2 დანართის (პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მოცულობა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები):
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაწესებულების ნეონატოლოგ(ებ)ი და მეან-გინეკოლოგ(ებ)ი მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ამ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლს მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით.“;

ა.ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს 52 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„52. დაწესებულება ვალდებულია, მკვდრადშობადობის შემთხვევაში უზრუნველყოს დედების  კვლევა სიფილისზე (სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL).“.

ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოსქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) დაწესებულების ნეონატოლოგები და მეან-გინეკოლოგები მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ამ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლს მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით.“;

ბ.ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს 52 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„52. დაწესებულება ვალდებულია, მკვდრადშობადობის შემთხვევაში უზრუნველყოს დედების  კვლევა სიფილისზე (სეროლოგიური ტესტები სიფილისზე -– RPR/VDRL).“;

გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) დაწესებულების ნეონატოლოგები და მეან-გინეკოლოგები მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ამ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლს მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით.“;

გ.ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს 52 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„52. დაწესებულება ვალდებულია, მკვდრადშობადობის შემთხვევაში უზრუნველყოს დედების  კვლევა სიფილისზე (სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე