დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 42 |
დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.128.016315 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2017 - 08/01/2018)
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 78- მუხლის მე- 2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის) . |
მუხლი 2 |
აღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის № 23 დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 19/12/2016б სარეგისტრაციო კოდი 19002020.35.128.0162680. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები6819.4ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1210.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 5 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4364.4 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1245.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები6553.2ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 266.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 336.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 700,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
მთლიანი სალდო
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 0.0ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 0. 0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდიგანისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13 |
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 138.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 66.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 15 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 84.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა– 84.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული წვევამდელების და რეზერვისტების ტრასპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 1405.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2018 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა-ექსპლუატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა, კულტურისა და დასვენების პარკის და მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 321.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზებისრეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. ასევე განხორციელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. გაგრძელდება ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციადა მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ბ) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები – 255.0 ათასი ლარი(პროგრამული კოდი 03 01 01) ამქვეპროგრამით ძირითადად განხორციელდება თანადაფინანსების წესით მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია კერძოდ ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა, ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გასწორხაზოვნება და თოვლის საფარისაგან გაწმენდა. გ) ხიდების, ბოგირების აშენება, შეკეთება - 50.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01 02) დ) მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 01 04 ) - 16.0 ათასი ლარი ე) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 882.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. გაგრძელდება სანიაღვრეარხების მოწესრიგება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სასმელი წყლით უზრუნველოფა. მრავალსაცხოვრებლიანი ბინების გადახურვა და ფასადების მოწყობა. ვ) სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების, საყრდენი კედლების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა – 20 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები დაბასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში საჭიროებისამებრ; ზ)დასუფთავების ღონისძიებები – 620.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა 46 000 კვმ ფართობზე დაბა ხარაგაულისა და პატარა ხარაგაულის ქუჩებიდან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების სოფლებიდან ზვარე, ნუნისი, მოლითი, ბეჟათუბანი, დიდვაკე, საღანძილე, ვანი, ლეღვანი,ვახანი, ჯაფაროული, ბაზალეთი, ფარცხნალი, თეთრაწყარო, საქარიქედი, კიცხი, ხიდარი, ვარძია, წყალაფორეთი, ბორი, ლაშე, უბისა, მაქათუბანი, ბორითი, საქასრია, ვერტყვიჭალა, ხევი, ხუნევი, რიკოთი, საბე, სარგვეში,ნადაბური, სადაც განთავსებულია 243 ცალი ნარჩენების შემაგროვებელი კონტეინერი. 2018 წლის დასაწყისიდან დაგეგმილია 120 ერთეული კონტეინერის დამატება, რომელსაც ემსახურება ორი ერთეული ,,ისუზუს“ და ორი ერთეული „ მერსედესის“ ტიპის სპეციალური ავტომანქანები და 27 მეეზოვე და რვა მტვირთავი მუშა . დასუფთავების ღონისძიებებს ახორციელებს ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“, რომელიც გარდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, გატანა, განთავსებისა ასევე ახორციელებს მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისაგან დაცვას, რაც გულისხმობს ცხოველების გადაყვანას სპეციალურ თავშესაფრებში. წყალანირების ჯგუფის მიერ ხდება სანიაღვრე არხების გაწმენდა და კანალიზაციის დაზიანებული წერტილების აღმოფხვრა-შეკეთება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცალკე განთავსებულია პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკების შემგროვებელი 26 ერთეული ორგანყოფილებიანი კონტეინერები რომელთა დაცლასა და განთავსებას ემსახურება აღნიშნული სამსახური. თ) მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია – 50.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 0) აღნიშნული ქვეპროგრამით გადაიხურება სოფელ მოლითის და დიდვაკის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, მოეწყობა დაბაში მრავალბინიანი სახლების ფასადი. ი) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 15.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ამ პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება დაბისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში წყლის სისტემის მოწესრიგების ღონისძიებები; კ) გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია – 172.0 ათასი ლარი(პროგრამული კოდი 03 02 05) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, კერძოდ დაბაში სოლომონ მეფის, ცხრა აპრილის, გალაქტიონის, რ. დეკანოსიძის, რ. თაბუკაშვილის, ო. აბაშიძის, წერეთლის, თ. ჭიპაშვილის, ე. ჭიპაშვილის, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, გრიშაშვილის, დევდარიანის, ნიორაძის, კიკნაძის და გლუნჩაძის ქუჩებზე, ასევე სოფლებში დიდვაკე, ისლარი, ფარცხნალი, ნებოძირი,საღანძილე, ბრუისი, ჯაფარეული, ოკიშურა, თეთრაწყარო, უბისა, მოლითი, ბორითი, მაქათუბანი, ლაშე, საქასრია, ლახაუნდარა, წყალაფორეთსა და ბაზალეთში არსებული ქსელის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. ლ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია5.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება გარე განათების ქსელზე დაერთების სამუშაოები. მ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 192.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს დაბისა და სოფლის ცენტრებში ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბასა და სოფლებში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მწვანე ნარგავების მოვლა. სადღესასწაულო დღეებში დაბის ტერიტორიის გაფორმება და სხვა ღონისძიებები, ასევე შემოიღობება სასაფლაოები. ნ) პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები - 187.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 04 01 ) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის პარკის, თ. კიკნაძის სახელობის, ჩოხოსნების, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიის, ვ. ღონღაძის სახელობის შინმოუსვლელთა, ცხრა აპრილის, დაბის შესასვლელში ,,დევების“ ტერიტორიის სკვერის, სოფ. ბორითში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის, სოფ. ნებოძირში არსებული სკვერის, სოფ. ღორეშაში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, შინმოუსვლელთა და ვაჟა ფშაველას მემორიალის მიმდინარე სკვერების, საქარიქედის სკვერის მოვლა პატრონობა ასევე სოფ. ისლარში არსებული დაცული ტერიტორიის მოვლა პატრონობა, პირუტყვისაგან დაცვა, ახალი ნარგავების დარგვა და მოვლა, გასხვლა, მორწყვა, შემობარვა. დაბაში არსებული ხიდების და ტროტუარების მოვლა, გაღებვა, დაზიანებული ადგილების აღდგენა, მრავალწლიანი ნარგავების მოვლა, გადაჭრა, კირით შეწამვლა, შემობარვა, საჭირო შემთხვევაში ამოღება; დაბაში არსებული ორი ფანტანის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ო) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა – 5.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 04 02 ) აღნიშნული ქვეპროგრამით შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორიები პატარა ხარაგაულის ტერიტორიაზე. პ) სოფლის მეურნეობის დაფინანსება – 10.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები. 4. განათლება – 1189.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება – 1000.0ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელიც ქმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად, ამჟამად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სკოლამდელ განათლებას ეუფლება621 აღსაზრდელი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 28 ასაკობრივი ჯგუფით, მათ შორის 5 ბაგის ჯგუფით, გაერთიანებაში ამჟამად შედის ჩვიდმეტი საბავშვო ბაღი. 2017 წელს გაიხსნა სამი საბავშვო ბაღი და ერთი ჯგუფი რომელიც უზრუნველყოფილია სათანადო ინვენტარით. ბ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა – 86.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 02) ამ ქვეპროგრამით ხდება ბორის საჯარო სკოლის პანსიონური მომსახურებისა და საბავშვო ბაღის დაფინანსება 27 სკოლამდელი ასაკის ბავშვით, პანსიონში ღამეს ათევს უკიდურესად გაჭირვებული, ობოლი და ლტოლვილი 13 მოსწავლე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება ძირითადად ხმარდება პანსიონის კუთხით დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებს, ნაწილი კი კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას, კვებისა და მკურნალობის ხარჯები მთლიანად ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ნატურალური სახით. გ) სკოლისგარეშე დაწესებულება – 103.0 ათასი ლარი (პროგრამულიკოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, რომელშიდაც ფუნქციონირებს 15 შემოქმედებითი და ტექნიკური წრე, 41 ჯგუფით და 300 მოსწავლით, ყველა წრე უფასოა, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას დაბის, კიცხის, მარელისის, ლეღვნის, ბორითის, ვერტყვიჭალის და წიფის სკოლებიდან, რომლებიც ეუფლებიან ხალხურ და საესტრადო სიმღერებს, რიტმული ცეკვას, მხატვრულ კითხვას, ხეზე კვეთას, გალობას, ხელგარჯილობას, ლიტერატურული თატრის ხელოვნებას, მხარეთმცოდნეობას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მათემატიკას,ხატვას, მაკრამეს, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. გარდა ამისა, მოსწავლეთა სახლთან ფუნქციონირებს მუსიკალური სტუდია ,,ჰარმონია“ დაბისა და სოფ. ვეტყვიჭალის საჯარო სკოლების ბაზაზე, რომელიც ნაწილობრივ ბიუჯეტით და ნაწილობრივ მშობელთა შემონატანით ფინანსდება. 5. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 1254.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების, მომღერლების და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე წარმატებული ახალგაზრდების წახალისებას, ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული და კულტურული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 381.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა; მინიფეხბურთის და კალათბურთის ჩემპიონატი ორგანიზაციებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის; სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი; ვახანის სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და იმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები დოღი, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, ქუჩის კალათბურთი. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის, მუნიციპალიტეტის განვითარებისა შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დაფინანსება. სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრში 23 ჯგუფი 350 მოსწავლით სხვადასხვა სპორტულ სექციებში ვარჯიშობს, თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ფეხბურთში, კარატეში კუნგ-ფუ-სანდა და ტაიკვანდო,სამბოსა და ჭადრაკსა და შაშში. გარდა დაბისა ჯგუფები გახსნილია სოფლებშიც, კერძოდ ზვარე, ბორითი, ხევი, კიცხი, მარელისი, ბორი, საღანძილე, ვერტყვიჭალასა და ნადაბურში. დაგეგმილია ახალი ჯგუფის გახსნა სოფელ ღორეშაში. მოხდება წარმატებული სპორტსმენების წახალისება სპეციალურად დადგენილი წსისის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის განვითარებისა შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი 2018 წელს განახორციელებს შემდეგ პროექტებს: საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება ტურისტულ მარშრუტებზე, აქსესუარები ხარაგაულის ატრიბუტიკით, ეკოლოგიური პროექტები, ცაშეკრულის თამაშები, სათაგადასავლო ტურ-თამაშები, ,,იღბლიანი ანკესი“,ლაშქრობები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ,,დევგმირები“, კარვების ბანაკი სოფელ ზვარეში, , „ჯომარდობა ჩხერიმელაზე“ , „ზიპლაინი ხარაგაულში“ ექსტრემალური გასართობი ექსტრემალური ჯიპ-ტურები, პროექტი შემოდგომის მუსიკალური ფესტივალი „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დიდი სახვლარის ტერიტორიაზე“, შეხვედრა ხარაგაულელ პირველკურსელებთან და კაფე საღამოს მოწყობა. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 759.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სიმღერის კონკურსი ,,იმერეთის ხმა“, ფესტივალი ,,იმერული პალიტრა“, ქუთაისობის ტრადიციული დღესასწაული, იმერეთის თეატრალური ფესტივალი. გასვლითი ღონისძიებები სოფლებში, შეხვედრები კულტურის დარგის გამოჩენილ ადამიანებთან, წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნები. მომღერალი ოჯახების კონცერტი, საახალწლო ღონისძიებები. აღნიშნული პროგრამის განსახორციელებელად მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურთან ერთად ფუნქციონირებს კულტურული დანიშნულების ექვსი ა(ა)იპ, რომლებიც მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და საკუთარი შემოსულობების გამოყენებით ახორციელებენ სხვადასხვა სახის კულტურულ და სანახაობრივ ღონისძიებებს, როგორ მუნიციპალიტეტის ასევე ქვეყნის მასშტაბით. წარმატებით მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში. ა(ა)იპ სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო (ვიოლინო)საგუნდო და გიტარის განყოფილებები, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საესტრადო ბენდის ჩამოყალიბება, სკოლაში სწავლობს 100 მოსწავლე, სასწავლო პროცესს ემსახურება 10 პედაგოგი და 8 ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, სამუსიკო სკოლა ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, კონცერტებს და მონაწილეობას ღებულობს მუსიკალურ კონკურსებში. ა(ა)იპ ხალხური შემოქმედების სახლი (პროგრამული კოდი 05 02 02) მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში, რომლის ძირითადი მიზანია ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, (ცეკვა, სიმღერა, ზეპირსიტყვიერება) ძველის მოძიება და მომავალი თაობებისათვის შენახვა, აღნიშნულის შესასრულებლად ახორცილებს პროექტს ,,მთაში დამალული მარგალიტები“. ა(ა)იპ კულტურის ცენტრში (პროგრამული კოდი 05 02 03) ფუნქციონირებს ორი თეატრი - ო.აბაშიძის სახ. სახალხო თეატრი და თოჯინების თაეტრი; ორი ანსამბლი - ქორეოგრაფიული ანსამბლი უბისი და ხალხური სიმღერის ანსამბლი; სამი ფოლკლორული ჯგუფი, მ. შ. ფოლკლორული ჯგუფი ,,ოდილა“ და ვაჟთა და ქალთა ვოკალური ჯგუფები; ასევე ფუნქციონირებს ხუთი შემოქმედებითი წრე - ხალხური საკრავების, გიტარაზე დაკვრის, მხატვრული კითხვის, ხალხური რეწვისა და დოლზე დაკვრის შემსწავლელი წრეები.წრეებში გაერთიანებულია 50 მოსწავლე; ა(ა)იპ ცენტარალური ბიბლიოთეკას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტში წიგნის პროპაგანდასა და ინფორმაციული საზოგადოების შექმნასა და განვითარებაში, მასში გაერთიანებულია დაბის სამი და ტერიტორიულ ერთეულების ოცდაორი საბიბლიოთეკო განყოფილება უნიკალური წიგნადი ფონდებით; ცენტრალური ბიბლიოთეკა გადაქცეულია ინფორმაციის ცენტრად, რამდენიმე წელია ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა ,,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი“, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტექნოპარკთან, სადაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ეცნობიან თანამედროვე მიღწევებს, ბიბლიოთეკა ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, ყველაზე პოპულარულია ,,შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“, ბიბლიოთეკა შეძლებისდაგვარად პერიოდულად ანახლებს საბიბლიოთეკო ფონდს. ა(ა)იპ ისტორიული მუზეუმს მასში დაცული საინტერესო მასალებით და ექსპოზიციით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ისტორიის წარმოჩენის საკითხში, მასში დაცულია 10500-ზე მეტი ექსპონატი. ტარდიციულად მუზეუმში ყოველ წელს ხორციელდება ათეულობით პროექტი და პროგრამა, ამჟამად მუზეუმს ესაჭიროება რეაბილიტაცია, კერძოდ სამეზეუმო ფონდებისა და ტენიანობის რეჟიმის მოწესრიგება და ექსპოზიციების ქიმიური ხსნარებით დამუშავება. ასევე ახალი ექსპოზიციის კონცეფციის შემუშავება, რათა გადაიქცეს თანამედროვეობის შესაბამის მუზეუმად. ა(ა)იპ ლიტერატურული თეატრისძირითადი მიზანი არის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების პოპულარიზაცია საქართველოს მასშტაბით, დიდებულ მამულიშვილთა ღვაწლის წარმოჩენა, კულტრული კონტაქტების გაღრმავება. თეატრი ყოველწლიურად ატარებს ლიტერატურული კონკურს ,, ოდეონს“ , სამხატვრო პლენერს და სხვადასხვა ლიტერატურულ სპექტაკლებს. გ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა 53.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ხდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული სხვადასხვა საკნონმდებლო აქტების გამოქვეყნების დაფინანსება,ყოველკვირეული გამოცემის საშუალებით ხდება მოსახლეობის ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული აქტივობების შესახებ. დ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 11.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: ლირიული სიმღერის კონკურსი - ,,იმერეთის ხმა“, და ფესტივალი ,,იმერული პალიტრა“ ქუთაისობის ტრადიციულ დღესასწაულში მონაწილეობა,გასვლითი ღონისძიებები სოფლებში, კულტურის დარგის გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრა. წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნები, მომღერალი ოჯახების კონცერტი, საახალწლო ღონისძიებები, მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი საჯრო სკოლებისათვის, პროექტი ,,მხიარული სტარტების“ ჩატარება. ინტელექტუალური ტამაშები ,,რა, სად, როდის“ ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება. შემეცნებითი ექსკურსია-ტურების მოწყობა, კონცერტების მოწყობა ახალგაზრდების მონაწილეობით. ე) რელიგიის დაფინანსება – 50.0 ათასი ლარი (პროგრამულიკოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა დაბასი მშენებარე საკათედრო ტაძარს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს და სასულიერო გიმნაზიას. 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 733.9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 126.9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში და ნაწილობრივ საკუთარი სასხრებიდან (ა)იპ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: ა) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდეციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მაშტაბების, გავრცელების ხასიათისა და მათი სოციალურ ეკონომიკური მნიშვნელობის ყოველკვარტალურად შესწავლა; ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეალიზება; ბ) ყოველთვიურად და საჭიროების მიხედვით ხდება პოლიკლინიკის, საავადმყოფოს, ანტირაბიული კაბინეტის, საექიმო უბნების პირველადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რგოლების მონიტორინგი; გ) ყოველკვარტალურად საექიმო უბნებზე გასვლა აცრებზე მონიტირინგის მიზნით დ) მოსახლეობის (თვითნებით), სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა გამოკვლევა პარაზიტული ჭიების აღმოჩენის მიზნით; ე) კოღოს გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების ფარგლებში: მცირე სანიტარული ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩატარება, წყალსატევების გაწმენდა წყალმცენარეებისაგან, მათი დაშრობა და გამბუზიის გავრცელება; ვ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით: ლექცია-საუბრების ჩატარება სხვადსხვა აქტუალურ თემებზე, ჰიგიენაზე; თამბაქოს, ალკოჰოლისა და შიდსის საწინააღმდეგო ბრძოლის პროპაგანდა, სტატიების გამოქვეყნება ადგილობრივ პრესაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და საჯარო სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე მონიტორინგი; სილამაზის სალონებში ესთეტიკრი და კოსმეტიკური პროცედურების წარმოების ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარულ ნორმებზე ზედამხედველობა. ზ) წლის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება დამუშავება გადაცემა. თ) სამედიცინო სერვისებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შეზღუდულ შესაძლებლობების პირთა გამოკვლევა ბინაზე. ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 0602) 602.0 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გ) უფასო სასადილოს დაფინანსება - სათნოების სახლი (პროგრამული კოდი 06 02 01) 93.0 ათასი ლარი) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მზრუნველობამოკლებული მოხუცების, ინვალიდების და მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურ ერთჯერად კვებას გარდა კვირა დღისა. სასადილო ემსახურება 67 ბენეფიციარს, მუშაობს ყველა სადღესასწაულო დღეს და დღესასწაული აღინიშნება მცირედი საჩუქრებით. განცხადების საფუძველზე იცემა ერთჯერადი დახმარება კვების პროდუქტების სახით. დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვადასხვა სახის დახმარებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) 420.0 ათასი ლარი. აქედან:
ქვეპროგრამაითვალისწინებსოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურების თანადაფინსებას იმ თანხის 50%-ით,რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65001-ს, – 70%-ით, 100 ლარიდან არაუმატეს 700 ლარისა. ასევე სამედიცინო კვლევის თანადაფინანსებას იგივე სქემით, არაუმეტეს 500 ლარისა. გამონაკლისის სახით, როდესაც პაციენტის გადასახდელი თანხა 2000 ლარზე მეტია, თანადაფინანსება შეადგენს 1000 ლარს, ხოლო ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1500 ლარით. ქვეპროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს მძიმე და ქონიკული დაავადებებისას დახმარებას მედიკამენტების შესაძენად, კერძოდ: ა) აორტოკორონარული შუნტირების და სტენტირების შემდგომი პერიოდის მკურნალობისას; ბ) ეპილეფსიის; გ) პარკინსონის; დ) ბრონქიალური ასთმის; ე) შაქრიანი დიაბეტის; ვ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას. დახმარება გაიწევა ბენეფიციარებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ მედიკამენტებით დახმარების სახელმწიფო პროგრამაში.
ქვეპროგრამისმიზანსწარმოადგენს,,C” ჰეპატიტით დაავადებულპირთასახელმწიფო პროგრამაში ჩართვისხელშეწყობა. მუნიციპალიტეტშიმცხოვრები ,,C” ჰეპატიტითდაავადებულიპირებისათვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე აუცილებელი,დაავადებისსტადიისგანსასაზღვრიგამოკვლევების ხელმისაწვდომობისუზრუნველყოფა. ბენეფიციარისდიაგნოსტირებისათვისსოციალურად დაუცველთა მომსახურება განისაზღვროს კვლევის 30%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისთვის _ 70%-ით.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100001-ს, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 ლარისა.
ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული მოქალაქეების პატივისცემა, მათი თანადგომა და მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა აქტუალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ძალზედ მცირეა. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდება 100 და მეტიწელი. დახმარების ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით.
პროგრამის მოსარგებლნი არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი გარდაცვლილთა ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57001-ს, მათი ოჯახებისათვის გაწეული ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 200 ლარით. ასევე განხორციელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება დაფინანსება.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება უნარშეზღუდული და მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვების საკურორტო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება. ასევე შშმ პირთა გარემოსთან ხელმისაწვდომობის, მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სხვა ღონისძიებები.
ქვეპროგრამის მიზანია სადღესასწაულო დღეებში (შობა–ახალიწელი,აღდგომა) საზეიმოგანწყობისშექმნისმიზნით, უდედმამობავშვების, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების, იძულებით გადაადგილებული პირების ფინანსური, მატერიალურიდამორალურიმხარდაჭერა; დედის და ქალთა დღეებთან დაკავშირებით მრავალშვილიან, მარტოხელა, ხანდაზმულ, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა დედების მხარდაჭერა.
ჰემოდიალიზით ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარები ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 ლარით. ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლეიკემიით დაავადებულ პირებს მუნიციპალიტეტი წელიწადში გაუწევს 600 ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულიკოხლეარულიიმპლანტითმოსარგებლე, 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად ფინანსური დახმარება წელიწადში 1000 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის მიზანია საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღულთა იმ ოჯახების დახმარება, რომლებზეც არ ვრცელდება ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები. დახმარება განისაზღვროს წელიწადში 2000 ლარით.
ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან დიდი სამამულო ომის ვეტერანები და ზესტაფონის უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლოები, რომელთა ფინანსური დახმარება განისაზღვრება თვეში 30 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150001-ს და რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი. დახმარება განისაზღვროს ოთხი ბავშვის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ 200 ლარით და ყოველ მომდევნო ბავშვზე დაემატოს 50 ლარი.
ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლები, რომელთაც ყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი. დახმარება განისაზღვროს წელიწადში ერთხელ 200 ლარით.
ქვეპროგრამის მოსარგებლეა 21 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვი, რომელსაც გარდაცვლილი ყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით თითოეულ შესაბამის ასაკამდე ბავშვზე.
სხვადასხვა ღირშესანიშნავი თარიღების (ფაშიზმზე გამარჯვების, აუტიზმის, დაუნის, ბავშვთა დაცვის, შშმპ დღე და სხვ.) აღნიშვნა, ღონისძიების ორგანიზება, ფასიანი საჩუქრების, გვირგვინების და თაიგულების შეძენა, საზეიმო ვახშმის მოწყობა. ე) სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 02 03) 5 .0 ათასი ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების საოფისე ინვენტარით უზრუნველყოფა. ვ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) 32.0 ათასი ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას. საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაბადებული ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებები: პირველი ბავშვის შეძენისას -100 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას -150 ლარი; მესამე ბავშვის შეძენისას -200 ლარი, მეოთხე ბავშვის შეძენისას -250 ლარი, მეხუთე ბავშვის შეძენისას - 300 ლარი და ა.შ. ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას. ტყუპების შეძენის შემთხვევაში - 500 ლარი. ზ) ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 05) 2.0 ათასი ლარი;დიდი სამამულო ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით თ) სტიქიით დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების სოციალურიდაცვა და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 06) 50.0 ათასი ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვასტიქიურიმოვლენებისშედეგადდაზარალებულდა მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახთაერთჯერადიდახმარებადაზიანებისხარისხისმიხედვით. დახმარების გაცემამოხდება კომისიის დებულების შესაბამისად სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი კომისიის წარდგინებით. ასევე განხორციელდება უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მინიმალური საცხოვრებლით უზრუნველყოფა. |
მუხლი 16 |
|
დოკუმენტის კომენტარები