დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016226 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2017 - 21/02/2018)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 7033.0 (შვიდი მილიონ ოცდაცამეტი) ათასი ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7033.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 4164,0 ათ. ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 85,0 ათ. ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 2784,0 ათ. ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3790.2 ათ. ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3242.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდ
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შექმნილია სარეზერვო ფონდი 20.0 ათასი ლარის ოდენობით. მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. გამოყოფს საფინანსო ორგანო.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 85.0 ათასი ლარი მიიმართოს:
|
ა)
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 45.0 ათასი ლარი.
|
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 40,0 ათასი ლარი.
|
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2018 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. ათას ლარებში
1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: დაბა სტეფანწმინდაში ელიის მონასტერთან მისასვლელი გზის, სოფ. სნოში და სოფ. სიონში შიდა გზების რეაბილიტაცია, ორი სოფლის დამაკავშირებელი სიონ-გარბნის ხიდის რეკონსტრუქცია და სოფ. ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობა. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის გაფართოება, მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია. მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფავება და დასუფთავებისათვის რეალური პირობების შექმნა. გარდა აღნიშნულისა გათვალისწინებულია სოფ. ხურთისში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა და სოფ. ფხელშეში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია. 1.2.1 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რაზეც მუნიციპალიტეტი სისტემატურად ზრუნავს. 1.2.2 წყლის სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მიმდინარეობდა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, რაც ეტაპობრივად 2018 წელსაც გაგრძელდება. ქვე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: სოფ. ხურთისში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა და სოფ. ფხელშეში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია. 1.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ბუნკერების გათავისუფლება. მუნიციპალიტეტი სისტემატურად ზრუნავს რაიონის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 1.2.4 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დაბა სტეფანწმინდის სასაფლაოების და მისი ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანება, გარე-განათების ქსელის ექსპლოატაცია (რემონტი, გამოცვლა, მონტაჟი), საგზაო ნიშნების მოწყობა, ტერიტორიის დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ზამთრის სეზონზე მუნიციპალური გზების გაწმენდა თოვლისგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოვლა-პატრონობა,სოფლების წყალსადენების ექსპლოატაცია და მოვლა-პატრონობა. 1.2.5 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 03. 02. 04 ) პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდიდან განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების,საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას, ტექნიკური დავალებითა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილის შესაბამისად. 1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობაა, რომლებიც ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. 1.3.1 გუდაურში ე.წ. "გადასახედის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს დაბა გუდაურში ე.წ. "გადასახედის" რეაბილიტაციას. 1.3.2 სასწრაფოს განთავსებისათვის ახალი შენობის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 02) პროექტი ითვალისწინებს დაბა სტეფანწმინდაში სასწრაფოსათვის ახალი შენობის მშენებლობას. 1.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. კერძოდ: შიდა გზების, ,სარიტუალო სახლების მშენებლობას, წყლის სისტემის ნაწილობრივ რეაბილიტაციას, წინა წლებში აღდგენილი ობიექტების შემდგომ მოვლა-პატრონობას. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯების დაფინანსება.
2.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 178 ბავშვი. 2.2 საჯარო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფ. გერგეტის დაწყებითი სკოლისათვის ბინის დაქირავება. 2.3 მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა წრეები,როგორიცაა: ინგლისურის, ხატვის, ქორეოგრაფიული, ქსოვისა და თექის შესწავლის.ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული წრეები. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ათას ლარებში
3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კომპლექსური სასპორტო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი აქტიურად აფინანსებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს, როგორიცაა: თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, მეკლდეურობა, რაგბი. რაიონში ყოველწლიურად იმართება ტ. ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში და ა. ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი ფეხბურთში. გამარჯვებული გუნდები ჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. ყოველწლიურად მიმდინარეობს კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია. 3.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა”, რომლის მიზანია ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და დიდი ქართველი მწერლის ალ. ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები, პოეტები და მწერლები. 3. 2.2 ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2018 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ფუნქციონერებს სამი ბიბლიოთეკა: ერთი ცენტრალური და ორი სოფლის, სიონის და გარბნის, მათი მიზანია საბიბლიოთეკო ფონდების შენახვა, შევსება, მოვლა-პატრონობა , მკითხველის მხატვრული და ინტელექტუალური დონის ამაღლება. 3.2.3 კულტურის ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემოქმედებითი და ლიტერატურული საღამოები, კერძოდ:
ასევე იგეგმება შემოქმედებითი ჯგუფის მიერ რაიონს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 3.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები, ღონისძიებები)) 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00 ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებს და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. სხვადასხვა დახმარებებისა და შეღავათების უზრუნველყოფას.
4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
4.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერად დახმარებას შვილის შეძენასთან დაკავშირებით,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას, 90 და 90 წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ ანაზღაურდება დარჩენილი თანხის 70% არაუმეტეს 2100 ლარისა. იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურება არ შედის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, დაფინანსების საკითხს განიხილავს კომისია და სამედიცინო დაფინანსება მოხდება შემდეგი წესით: სამედიცინო მომსახურების ღირებულება 800 ლარამდე დაფინანსდება მუნიციპალიტეტის მიერ არაუმეტეს 500 ლარისა, 800 ლარიდან 1000 ლარამდე დაფინანსება 70%-ით,1000 ლარიდან 3000 ლარამდე დაფინანსდება 65%-ით,ხოლო 3000 ლარიდან და ზევით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 2100 ლარისა. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც სამედიცინო ცნობისა (ფორმა №100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა. 4.2.2 ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ყოველ ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით ოჯახს მიეცემა: პირველი შვილის დაბადებაზე – 200 ლარი, მეორე შვილის დაბადებაზე – 300 ლარი, მესამე შვილის დაბადებაზე – 400 ლარი, მეოთხე შვილის დაბადებაზე- 500 ლარი, მეხუთე და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი და ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი. გარდა აღნიშნულისა დახმარება ერთჯერადად ეძლევა მრავალშვილიან ოჯახებს. ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახის ყოველი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის – შვილი 100 ლარის ოდენობით. ოჯახში ხანდაზმულ 90 და 90 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე გაიცემა ერთჯერადად 250 ლარი , ხოლო ჰემოდიალიზზე მყოფ ოჯახის წევრს დახმარება მიეცემა თვეში 100 ლარის ოდენობით. 4.2.3 ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების ხარჯი(პროგრამული კოდი 06 02 03) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურებისათვის – 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარის და უპატრონო მიცვალებულთათვის – 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით. 4.2.4 შეზღუდული შესძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ფულადი ფორმით ერთჯერადად: I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებზე – 150 ლარის,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 200 ლარის და მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე – 250 ლარის ოდენობით. 4.2.5 სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება. 5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
5.1 წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი 01 00 ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარმომადგენლობითი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემის შექმნას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების გატარებას,სისტემის ოპტიმიზაციას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა აღნიშნულისა გათვალისწინებულია დაბა სტეფანწმინდის №2 ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია. 5.2 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზაციული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტამდე მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებანი
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები