ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020265
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
556
15/12/2017
ვებგვერდი, 21/12/2017
300160070.10.003.020265
ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/12/2017 - 04/09/2019)

ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №556

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის  პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ტექნიკური რეგლამენტი – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა, კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტირებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მიმართ (დანართი №1 „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობეიქტების ნუსხა“), რომელთა ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურები (გარდა დოკუმენტური შემოწმებისა) შესაძლებელია განხორციელდეს დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონაში, ან საბაჟო საწყობში (შემდგომში – კონტროლისათვის განსაზღვრული სხვა ადგილი), რომელიც აკმაყოფილებს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პირობებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) საქონელი – მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომელიც გადაადგილდება სავაჭრო, ან სხვა მიზნებისთვის;

ბ) ტვირთი – მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან/და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილდება და რომელზეც, საჭიროების შემთხვევაში, გაცემულია ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ტვირთი შესაძლებელია შედგებოდეს ერთი ან მეტი სახეობის საქონლის ან სასაქონლო პარტიისგან);

გ) ფიტოსანიტარიული კონტროლი – ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყების მიერ დადგენილი, შეთანხმებული და განხორციელებული ქმედებები;

დ) უფლებამოსილი პირი – სსიპ – შემოსავლების სამსახურის, სათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს ფიტოსანიტარიული პროცედურები;

ე) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი (სიპ) – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე საბაჟო ტერმინალი, სადაც მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან/და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მიმართ ხორციელდება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის პროცედურები;

ვ) საბაჟო საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ნაკვეთისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და შემოსაზღვრული;

ზ) დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონა – გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც მცენარეების, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მიმართ დასრულდება ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურები;

თ) კონტროლისათვის განსაზღვრული სხვა ადგილი – საბაჟო საწყობი ან/და დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი;

ი) საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი (სფშდ) – ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი – (სფშდ)“ განსაზღვრული დოკუმენტი, რომელსაც ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ის – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის (სფშდ) შევსების წესი“ შესაბამისად ავსებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მფლობელი ან მისი წარმომადგენელი და სამსახურის უფლებამოსილი პირი;

კ) სატრანსპორტო დოკუმენტები – საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი, საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი, საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

ლ) იდენტურობის შემოწმება – ფიტოსანიტარიული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატსა და სხვა დოკუმენტში არსებული მონაცემების რეგულირებად ობიექტთან ურთიერთშედარებას, ასევე შეფუთვის, მარ- კირების მდგომარეობისა და ტრანსპორტირების პირობების დადგენას;

მ) სიჯანსაღის კონტროლი – ფიტოსანიტარიული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას.

 ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის და საქართველოს საგადასახადო კოდექსებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

 

მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანო და პერსონალის კვალიფიკაცია

1. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

3. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით შემოსავლების სამსახურს სამუშაოდ აჰყავს სათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი.

 

მუხლი 4. მოთხოვნები საბაჟო საწყობის მიმართ

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის საბაჟო საწყობის ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას, უნდა აკმაყოფილებდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება საბაჟო საწყობის შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

 

მუხლი 5. ფიტოსანიტარიული პროცედურები

1. ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს მხოლოდ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გავლით.

2. ტვირთის შემოწმება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში იწყება დანართი №2-ის ნაწილი I-ის –„ინფორმაცია ტვირთის შესახებ“-ის შესაბამისი გრაფების შევსებისა და წარდგენის შემდეგ.

3. უფლებამოსილი პირის მიერ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ხორციელდება:

ა) დოკუმენტური შემოწმება;

ბ) იდენტურობის შემოწმება;

გ) მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი, მათ შორის ნიმუშის აღება ადგილზე ინსპექტირებისათვის ან ლაბორატორიული გამოკვლევისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კონტროლის პროცედურები, შემოსავლების სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს -კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე.

5. ტვირთის დანიშნულების ადგილზე ფიტოსანიტარიული პროცედურების განსახორციელებლად, საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი, ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი შემოსავლების სამსახურს მიმართვას განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) იმპორტისათვის გამიზნული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან/და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების შესახებ. დანიშნულების ან დროებითი შენახვის ადგილის დასახელებას და მისამართს, სადაც ტვირთზე განხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული კონტროლის პროცედურები და ტვირთი შეჩერდება შემოწმების საბოლოო პასუხის მიღებამდე;

ბ) ტვირთის შენახვის შესახებ ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნება მისი განცალკევება, როგორც იმპორტირებული ტვირთებისგან, ისე იმ ტვირთებისგან, რომლებიც დასნებოვნებულია მცენარეთა მავნე ორგანიზმებით, ან არსებობს ეჭვი მათი დასნებოვნების შესახებ.

6. შემოსავლების სამსახური ამოწმებს ტვირთის დანიშნულების ადგილის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

7. თუ ტვირთის დანიშნულების ადგილი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ტვირთის დანიშნულების ადგილზე ფიტოსანიტარული კონტროლის პრცედურების განხორციელებაზე, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ადგილი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, მიიღება გადაწყვეტილება ფიტოსანიტარული კონტროლის პროცედურების განხორციელებაზე უარის შესახებ.

8. თუ დადგინდება, რომ საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი, ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი არ ასრულებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მიიღება გადაწყვეტილება დანიშნულების ადგილზე ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე.

9. კონტროლისათვის განსაზღვრული სხვა ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტისათვის დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არ უნდა აუარესდეს ჩატარებული კონტროლის ეფექტიანობას;

ბ) ტვირთის გადაადგილდება უნდა მოხდეს დახურულ და დალუქულ მდგომარეობაში, ისე რომ ტრანსპორტირებისას არ მოხდეს მავნე ორგანიზმების გავრცელება ან დასნებოვნება;

გ) ტვირთი უნდა დარჩეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ექნება მისი კონტროლის საშუალება;

დ) ტვირთი არ უნდა გაიხსნას და არ მოხდეს ტვირთის მთლიანობის დარღვევა ან სასაქონლო სახის რაიმე ფორმით შეცვლა მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის შედეგების მიღებამდე;

ე) ფიტოსანიტარიული კონტროლის დასრულებამდე, ტვირთი უნდა ინახებოდეს განცალკევებულად რათა არ მოხდეს სხვა ტვირთებთან შერევა ან მავნე ორგანიზმებით დასნებოვნება;

ვ) ღია და დაულუქავი ტვირთის გადაადგილება, შესაძლებელია, თუ გამორიცხულია მავნე ორგანიზმების გავრცელების ან კონტამინაციის რისკი.

10. კონტროლისათვის განსაზღვრული სხვა ადგილების ჩამონათვალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განახლებადი.

11. ტვირთის გადაადგილება ხორციელდება, მხოლოდ დოკუმენტური შემოწმების დასრულებისა და დანართი N2-ის II ნაწილის „გადაწყვეტილება ტვირთთან დაკავშირებით“ შესაბამისი გრაფების შევსების შემდეგ, ამასთან:

ა) დოკუმენტური შემოწმების შედეგები უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი;

ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, საერთო შემოსვლის დოკუმენტი და სხვა თანმხლები დოკუმენტები თან უნდა ახლდეს ტვირთს გადაადგილების დროს;

გ) ტვირთის გაგზავნის შესახებ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დანიშნულების ადგილზე შესაბამის კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს.

 

მუხლი 6. მოთხოვნები სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მიმართ

1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ჰყავდეს თანამშრომელთა შესაბამისი რაოდენობა, რომელთაც ექნებათ:

ა.ა) თავიანთი მოვალეობების განხორციელების უფლებამოსილება;

ა.ბ) სათანადო კომპეტენცია, მავნე ორგანიზმების გამოვლენისა და დიაგნოსტიკის კუთხით;

ა.გ) წვდომა შესაბამის ადმინისტრაციულ, ინსპექტირების და გამოსაკვლევ მოწყობილობებზე, ხელსაწყოებსა და აღჭურვილობაზე;

ა.დ) ტვირთების შენახვისა და კარანტინში განთავსების საშუალებებთან ხელმისაწვდომობა და აუცილებლობის შემთხვევაში მთელი პარტიის, ან მისი ნაწილის განადგურების შესაძლებლობა;

ბ) შესაძლებელი უნდა იყოს:

ბ.ა) დოკუმენტების შემოწმება, ასლის გადაღება და მომზადება;

ბ.ბ) ინფორმაციის მოპოვება მავნე ორგანიზმების გამოვლენის შესახებ და მათ გავრცელებასთან დაკავშირებით;

ბ.გ) სხვა სიპ-ში ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება;

ბ.დ) ტვირთიდან ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნის შესახებ დეტალური ინსტრუქციით სარგებლობა;

გ) ჰქონდეს:

გ.ა) შესაბამისი შენობა-ნაგებობა კონტროლის პროცედურების ჩასატარებლად, რომელსაც გააჩნია ვენტილაციის, კანალიზაციის, ცხელი და ცივი წყლის მიწოდების სისტემები და ინსპექტირებისათვის საჭირო მაგიდა და განათება;

გ.ბ) ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის სათავსოები, სადაც ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე, სათანადო პირობებში მოხდება ტვირთის შენახვა;

გ.გ) შესაბამისი დაცული ტერიტორია, აღჭურვილობა და სხვა საშუალებები ტვირთის გახსნისა და დალუქვისათვის, გადმოსატვირთად და ჩასატვირთად. ასევე, სასწორი ტვირთის მცირე ნაწილის ასაწონად;

გ.დ) ნიმუშების აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გასაგზავნად მომზადებისათვის საჭირო აღჭურვილობა, შესაფუთი მასალები, ლუქები, საიდენტიფიკაციო საშუალებები; ასევე, აღჭურვილობა ნიმუშების ადგილზე ინსპექტირებისათვის;

გ.ე) ფიტოსანიტარიული კონტროლის ჩატარების აღმნიშვნელი შტამპები;

დ) მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის დროს გამოყენებული ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის დეზინფექციის საშუალებები.

 

მუხლი 7. ტვირთის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის ვალდებულება

1. ტვირთის მფლობელი ან/და მისი წარმომადგენელი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების შესახებ ინფორმაცია, შემოტანის სავარაუდო თარიღი და დრო, წინასწარი შეტყობინების სახით წარუდგინოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს.

2. ტვირთის შემოწმება იწყება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში წინასწარი შეტყობინების წარდგენის შემდეგ.

3. სასაზღვრო კონტროლის პუნქტს წინასწარი შეტყობინება წარედგინება დანართი №2 -ის შესაბამისად.

4. ტვირთის გადაადგილებაზე შემოსავლების სამსახურის თანხმობის მიღების შემთხვევაში, ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი დანართი №2-ის პირველ ნაწილში – „ინფორმაცია ტვირთის შესახებ“ დამატებით ავსებს კონტროლისათვის განსაზღვრული სხვა ადგილის დასახელებას, მისამართს, ასევე სხვა ინფორმაციას დანართი №3-ის „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის (სფშდ) შევსების წესი“ შესაბამისად.

5. „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი“ წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით.

6. მიწოდებული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

7. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტვირთს შემდგომი ტრანსპორტირებისას, თან უნდა ახლდეს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი“ .

 

მუხლი 8. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობა ეროვნულ სააგენტოსთან

1. შემოსავლების სამსახური და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნულ სააგენტო) მონაცემთა გადაცემის ელექტრონული ან/და სხვა საშუალებით რეგულარულად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ცვლიან ინფორმაციას:

ა) მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების არსებული რისკებისა და მისაღები ზომების შესახებ;

ბ) კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მონაცემების თაობაზე.

2. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის შედეგად თითოეული ტვირთის შესახებ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტში“ ასახული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ ელექტრონულად მიეწოდება ეროვნულ სააგენტოს.

3. ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, შემოსავლების სამსახური ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს.

 

მუხლი 9. ტვირთის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განხორციელებული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ აისახება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ II და III ნაწილებში.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია და წარდგენილია სათანადო წესით შევსებული და დამოწმებული „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი“, რომელიც გაფორმების საბაჟო ორგანოში ინახება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში.

3. თუ კონტროლის დროს დადგინდა, რომ ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას ან/და არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირის მიერ მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

დანართი №1

სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობეიქტების ნუსხა

I. მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომლებიც მავნე ორგანიზმების პოტენციური მატარებლები არიან:

1. დასარგავად განკუთვნილი მცენარეები მათი თესლების გარდა, მაგრამ შემდეგი გვარის მცენარეების თესლების ჩათვლით: Cruciferae, Gramineae, Trifolium spp, რომლებიც წარმოშობილია არგენტინაში, ავსტრალიაში, ბოლივიაში, ჩილეში, ახალ ზელანდიაში და ურუგვაიში, ასევე გვარი Triticum, Secale და X Triticosecale ავღანეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, ერაყიდან, მექსიკიდან, ნეპალიდან, პაკისტანიდან, სამხრეთ აფრიკიდან და აშშ-დან. Citrus L., Fortunella Swingle და მათი ჰიბრიდები, Capsicum spp., Helianthus annuus L., Solanum lycopersicum (L.), Medicago sativa L., Prunus L., Rubus L., Oryza spp., Zea mays L., Allium ascalonicum L., Allium cepa L., Allium porrum L., Allium schoenoprasum L., და Phaseolus L.

2. შემდეგი მცენარეთა ნაწილები, ნაყოფისა და თესლების გარდა:

 ა) Castanea Mill., Dendranthema (DC.) DesMoul, Dianthus L., Pelargonium l'Herit. ex Ait, Phoenix spp., Populus L., Quercus L., Solidago L., და Orchidaceae-ს გვარის მოჭრილი ყვავილები;

ბ) წიწვოვნები (Coniferales);

გ) აშშ-ს და კანადაში წარმოშობილი Acer saccharum Marsh;

დ) არაევროპული ქვეყნების წარმოშობის Prunus L;

 ე) არაევროპული ქვეყნების წარმოშობის მოჭრილი ყვავილები Aster spp., Eringium L., HypericumL., Lisianthus L., Rosa L., da Trachelium L;

 ვ) ფოთლიანი ბოსტნეული მწვანილი Apium graveolens L., Ocimum L., Limnophila L. and Eryngium L;

 ზ) Manihot esculenta Crantz ფოთლები;

 თ) Betula L., მოჭრილი ტოტები ფოთლებით და უფოთლო;

 ი) Fraxinus L., Juglans ailantifolia Carr., Juglans mandshurica Maxim., Ulmus davidiana Planch. და Pterocarya rhoifolia Siebold & Zucc., მოჭრილი ტოტები ფოთლებით და უფოთლო კანადაში, ჩინეთში, ჩრდ. კორეაში, იაპონიაში, მონღოლეთში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში და აშშ-ში წარმოშობილი;

კ) Amirys P. Browne, Casimiroa La Llave, Citropsis Swingle & Kellerman, Eremocitrus Swingle, Esenbeckia Kunth., Glycosmis Corrêa, Merrillia Swingle, Naringi Adans., Tetradium Lour., Toddalia Juss. და Zanthoxylum L.

 3. მცენარეთა ნაწილები, გარდა ნაყოფისა, მაგრამ თესლის ჩათვლით Aegle Corrêa, Aeglopsis Swingle, Afraegle Engl., Atalantia Corrêa, Balsamocitrus Stapf, Burkillanthus Swingle, Calodendrum Thunb., Choisya Kunth, Clausena Burm. f., Limonia L., Microcitrus Swingle, Murraya J. Koenig ex L., Pamburus Swingle, Severinia Ten., Swinglea Merr., Triphasia Lour და Vepris Comm.

4. შემდეგი მცენარეების ნაყოფი:

ა) Citrus L., Fortunella Swingle, Poncirus Raf. და მათი ჰიბრიდები, Momordica L. and Solanum melongena L;

ბ) არაევროპული ქვეყნების წარმოშობის Annona L., Cydonia Mill., Diospyros L., Malus Mill., Mangifera L., Passiflora L., Prunus L., Psidium L., Pyrus L., Ribes L. Syzygium Gaertn., და Vaccinium L;

გ) Capsicum L.

5.Solanum tuberosum L.-ის ტუბერები.

6. შემდეგი მცენარეების ქერქი:

ა) წიწვოვნები (Coniferales);

ბ) Acer saccharum Marsh, Populus L., და Quercus L. გარდა Quercus suber L.-სა.;

გ) Fraxinus L., Juglans ailantifolia Carr., Juglans mandshurica Maxim., Ulmus davidiana Planch. და Pterocarya rhoifolia Siebold & Zucc., წარმოშობილი კანადაში, ჩინეთში, ჩრდ. კორეაში, იაპონიაში, მონღოლეთში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, ტაივანში და აშშ-ში;

დ) Betula L., წარმოშობილი კანადასა და აშშ-ში;

ე) Amelanchier Medik., Aronia Medik., Cotoneaster Medik., Crataegus L., Cydonia Mill., Malus Mill.,

Prunus L., Pyracantha M. Roem., Pyrus L. და Sorbus L., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არ აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი მრგვალი ზედაპირი, ნახერხისა და ბურბუშელას გარდა, რომელიც წარმოშობილია კანადასა და აშშ-ში.

7. ხე-ტყის მასალა, რომელიც:

 ა) მიღებულია მთლიანად ან ნაწილობრივ შემდეგი რიგიდან, გვარიდან ან სახეობიდან, გარდა შესაფუთი ხის მასალისა:

ა.ა) Quercus L. იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია აშშ-ში, გარდა ამ პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის ცხრილში 4416 00 00 სეს ესნ კოდით მოცემული ხის მასალისა, რომლის მიმართაც დოკუმენტურად დასტურდება, რომ აღნიშნული ხის მასალა გადამუშავდა და დამუშავდა თერმულად მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში 1760C-ზე;

ა.ბ) Platanus L., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია სომხეთში, შვეიცარიასა და აშშ-ში;

ა.გ ) Populus L., რომელიც წარმოშობილია ჩრდილო ამერიკის კონტინენტის ქვეყნებიდან;

ა.დ) Acer saccharum Marsh., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია აშშ-დან და კანადიდან;

ა.ე) წიწვოვნები (Coniferales), რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი, არაევროპული ქვეყნებიდან, ასევე ყაზახეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან წარმოშობილი;

ა.ვ) Fraxinus L., Juglans ailantifolia Carr., Juglans mandshurica Maxim., Ulmus davidiana Planch. და Pterocarya rhoifolia Siebold & Zucc., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია კანადაში, ჩინეთში, ჩრდ. კორეაში, იაპონიაში, მონღოლეთში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, ტაივანში და აშშ-ში;

ა.ზ) Betula L., იმ ხის მასალის ჩათვლით, რომელსაც არა აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი, მრგვალი ზედაპირი და წარმოშობილია კანადასა და აშშ-ში;

ბ) აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრულ აღწერილობებს:

 

სეს ესნ კოდი

პოზიციის დასახელება

4401 10 00

სათბობი ხე-ტყე მორების, კუნძების, როკების, ფიჩხის კონების ან ანალოგიური სახით:

4401 21 00

წიწვოვანი ჯიშების ნაფოტი ან ბურბუშელა

4401 22 00

ფოთლოვანი ხის ჯიშების ნაფოტი ან ბურბუშელა

 

4401 31- დან

ნახერხი და ხე-ტყის ნარჩენები აგლომერირებული, მორების, ბრიკეტების, პელეტების, გრანულების ან ანალოგიური სახით:

 

4401 39 - დან

დანარჩენი ხე-ტყის ნარჩენები არააგლომერირებული, მორების, ბრიკეტების, გრანულების ან ანალოგიური სახით.

4403 10 00

დაუმუშავებელი ხე-ტყის მასალა, დამუშავებული საღებავით, ამომჭმელებით, კრეოზოტით ან სხვა კონსერვანტებით ქერქიანი ან ნაქურთვნი ან ტლანქად დაძელვილი

4403 20

წიწვოვანი ჯიშების დაუმუშავებელი ხე-ტყის მასალა, გარდა რომელიც დამუშავებულია საღებავით, ამომჭმელებით, კრეოზოტით, ან სხვა კონსერვანტებით ქერქიანი ან ნაქურთვნი ან ტლანქად დაძელვილი

4403 91

დაუმუშავებელი მუხის მასალა (Quercus spp.), გარდა რომელიც დამუშავებულია საღებავით, ამომჭმელებით, კრეოზოტით, ან სხვა კონსერვანტებით ქერქიანი ან უქერქო ან ნაქურთვნი ან ტლანქად დაძელვილი

4403 99 - დან

დაუმუშავებელი არაწიწვოვანი ხე-ტყის მასალა ქერქიანი ან უქერქო ან ნაქურთვნი, ან ტლანქად დაძელვილი, რომელიც დაუმუშავებულია საღებავით, ამომჭმელებით, კრეოზოტით ან სხვა კონსერვანტებით. გარდა, ,,ტროპიკული ჯიშების მერქანისა’’, რომელიც მითითებულია 44 ჯგუფის ქვესათაურის შენიშვნაში, ან სხვა ტროპიკული ხე-ტყე, ასევე მუხის (Quercus spp.), წიფელის (Fagus spp.) და არყის ხის (Betula L.) მასალა.

4403 99 51

არყის ხის (Betula L.) მორები დაუმუშავებელი, ქერქიანი ან უქერქო ან ნაქურთვნი, ან ტლანქად დაძელვილი.

4403 99 59

დანარჩენი არყის ხის (Betula L.) მასალა, დაუმუშავებელი, ქერქიანი ან უქერქო ან ნაქურთვნი, ან ტლანქად დაძელვილი.

4404-დან

ხე-ტყის მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები, სარები და ბოძები, წამახული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი.

4406

ხის შპალები რკინიგზისა ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის

4407 10

წიწვოვანი ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილილი, გარანდული ან

 

გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

4407 91

მუხის მასალა (Quercus spp.), გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

4407 93 - დან

ნეკერჩხალის მასალა (Acer saccharum Marsh), გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

4407 95

იფანი (Fraxinus spp), გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

4407 99-დან

არაწიწვოვანი ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი. გარდა, ,,ტროპიკული ჯიშების მერქანისა’’, რომელიც მითითებულია 44 ჯგუფის ქვესათაურის შენიშვნაში, ან სხვა ტროპიკული ხე-ტყე, ასევე მუხის (Quercus spp.), წიფელის (Fagus spp.), ნეკერჩხლის (Acer spp.), ალუბლის (Prunus spp.) და იფანის (Fraxinus spp.) მასალისა.

4408 10

წიწვოვანი ხის მოსაპირკეთებელი ფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ან სხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი, დაჭრილი ნაწილებად ანშპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არა უმეტეს 6 მმ-სა:

4416 00 00

კასრები, ხელკასრები, როფები, გეჯები და სხვა საკასრე ნაწარმი და მათი ნაწილები, მერქნისაგან, ტკეჩის ჩათვლით

9406 00 20

სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები

 

8. ნიადაგი და მცენარეთა საკვები სუბსტრატები, რომელიც:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ნიადაგის, ან მყარი ორგანული ნივთიერებებისაგან, როგორიცაა მცენარეთა, ჰუმუსის ნაწილები, ტორფის ან ქერქის ჩათვლით, გარდა მათისა, რომლებიც მთლიანად შედგება სუფთა ტორფისგან;

ბ) თან ახლავს მცენარეებს ან დაკავშირებულია ამ მცენარეეთან და მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მასალისგან, ან შედგება მთლიანად ან ნაწილობრივ ტორფისგან, ან ნებისმიერი მყარი არაორგანული ნივთიერებისგან და განკუთვნილია იმ მცენარეთა სიცოცხლის უნარიანობის შესანარჩუნებლად, რომლებიც წარმოშობილია თურქეთში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, რუსეთში, უკრაინაში და არაევროპულ ქვეყნებში, გარდა ალჟირში, ეგვიპტეში, ისრაელში, ლიბიაში, მაროკოსა და ტუნისში წარმოშობილისა.

9. გვარების: Triticum, Secale და X Triticosecale მარცვლეული, რომელის წარმოშობის ქვეყნებია ავღანეთი, ინდოეთი, ირანი, ერაყი, მექსიკა, ნეპალი, პაკისტანი, სამხრეთ აფრიკა და აშშ.

 

II. მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომლებიც კონკრეტული დაცული ზონებისათვის მნიშვნელობის მქონე მავნე ორგანიზმების პოტენციური გადამტანები არიან (I ნაწილში ჩამოთვლილ მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების გათვალისწინებით )

1. Beta vulgaris L. მცენარეები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის.

2. ნიადაგი ჭარხლიდან (Beta vulgaris L.) და მისი არასტერილური ნარჩენები.

3. ყვავილის ცოცხალი მტვერი შემდეგი მცენარეების დამტვერვისთვის: Amelanchier Med., Chaenomeles Lindl., Cotoneaster Ehrh., Crataegus L., Cydonia Mill., Eriobotrya Lindl., Malus Mill., Mespilus L., Photinia davidiana (Dcne.) Cardot, Pyracantha Roem., Pyrus L. და Sorbus L.

4. მცენარეების ნაწილები, გარდა ნაყოფისა და თესლებისა: Amelanchier Med., Chaenomeles Lindl., Cotoneaster Ehrh., Crataegus L., Cydonia Mill., Eriobotrya Lindl., Malus Mill., Mespilus L., Photinia davidiana (Dcne.) Cardot, Pyracantha Roem., Pyrus L. და Sorbus L.

5. თესლები Castanea Mill., Dolichos Jacq., Magnifera spp., Beta vulgaris L. და Phaseolus vulgaris L..

6. Gossypium spp. თესლი და ნაყოფი (კოლოფი)და თესლგაუცლელი ბამბის ბოჭკო.

 7. ნაყოფი Vitis L.

8. ხე-ტყის მასალა, რომელიც:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებულია წიწვოვანი ჯიშების მცენარეებისაგან (Coniferales), გარდა ქერქგაცლილი ხე-ტყის მასალისა, რომელიც წარმოშობილია ევროპაში მდებარე მესამე ქვეყნებიდან და Castanea Mill., გარდა ქერქგაცლილი ხე-ტყის მასალისა;

ბ) აკმაყოფილებს„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით განსაზღვრულ აღწერილობებს:

 

სეს ესნ კოდი

პოზიციის დასახელება

4401 10 000 00

სათბობი ხე-ტყე მორების, კუნძების, როკების, ფიჩხის კონების ან

ანალოგიური სახით

4401 21 000 00

წიწვოვანი ჯიშების ნაფოტი ან ბურბუშელა

4401 22 000 00

ფოთლოვანი ჯიშების ნაფოტი ან ბურბუშელა

4401 31 000 00-დან

ხე-ტყის ნარჩენები (გარდა ნახერხისა), რომელიც არააგლომერირებულია, მორების, ბრიკეტების, პელეტების ან ან ანალოგიური სახით

4403 10 00

ხე-ტყის მასალა, დაუმუშავებელი, საღებავით, ამომჭმელებით, კრეოზოტით ან სხვა კონსერვანტებით დამუშავებული, ქერქიანი ან ნაქურთვნი, ან ტლანქად დაძელვილი

4403 20 -დან

წიწვოვანი ჯიშების ხე-ტყის მასალა დაუმუშავებელი, გარდა საღებავით, ამომჭმელებით, კრეოზოტით ან სხვა კონსერვანტებით დამუშავებულისა, ქერქიანი, ან ნაქურთვნი, ან ტლანქად დაძელვილი,

4403 99-დან

ფოთლოვანი ჯიშების ხე-ტყის მასალა (გარდა ტროპიკული ხე-ტყის მასალისა, მუხისა (Quercus spp.), წიფლისა (Fagus spp.), დაუმუშავებელი ქერქიანი ან უქერქო, ან ნაქურთვნი, დახერხილი ან დაპობილი სიგრძივ, ტლანქად დაძელვილი ან დაძელვის გარეშე, გარდა საღებავით, ამომჭმელებით, კრეოზოტით ან სხვა კონსერვანტებით დამუშავებულისა

4404-დან

მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები, სარები და ბოძები, წამახული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი;

4406

ხის შპალები რკინიგზისა ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის, გაუჟღენთავი

4407 10

წიწვოვანი ჯიშების ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გაურანდავი, გახეხილი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

4407 99

ფოთლოვანი ჯიშების ხე-ტყის მასალა (გარდა ტროპიკული ხე-ტყის მასალისა, მუხისა (Quercus spp.), წიფლისა (Fagus spp.), დაუმუშავებელი ქერქიანი ან უქერქო, ან ნაქურთვნი, დახერხილი ან დაპობილი სიგრძივ, ტლანქად დაძელვილი ან დაძელვის გარეშე, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

4415

ყუთები, კოლოფები, შესაფუთი კალათები, გოდრები და

ანალოგიური ტარა მერქნისაგან; ხის საკაბელო ბარაბნები; ქვეშები,

ქვეშები ბორტებით და ხის სხვა ჩამტვირთი ფარები

9406 00 20

სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები, მერქნისაგან

 

9. მცენარის ნაწილები - ევკალიპტი (Eucalyptus l'Hérit.).

10. წიწვოვანი ხის ჯიშების იზოლირებული ქერქი (Coniferales), ევროპაში მდებარე მესამე ქვეყნებიდან წარმოშობილი.

 

დანართი N2

საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი - (სფშდ)

 

ნაწილი I: ინფორმაცია ტვირთის შესახებ

I.1. გამომგზავნი/ექსპორტიორი

I.2. სფშდ რეგისტრაციის ნომერი

დასახელება

  მისამართი

I.3. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი

 

ქვეყანა + ISO კოდი

I.4. კოდი

I.5 მიმღები/იმპორტიორი

I.7. დანიშნულების ადგილი

დასახელება

დასახელება

მისამართი საფოსტო კოდი

მისამართი საფოსტო კოდი

ქვეყანა + ISO კოდი

ქვეყანა + ISO კოდი

I.6. ტვირთზე პასუხისმგებელი პირი

I.8. დოკუმენტები:

დასახელება

დასახელება ნომერი

მისამართი საფოსტო კოდი

ქვეყანა + ISO კოდი

გაცემის თარიღი გამცემი ქვეყანა

I.9. სიპ-ში შემოსვლის სავარაუდო თარიღი

I.10. წარმოშობის ქვეყანა

თარიღი

+ ISO კოდი

I.13. სატრანსპორტო საშუალება

საჰაერო საზღვაო სარკინიგზო

 

 

საავტომობილო

I.11. წარმოშობის ადგილი

იდენტიფიკაცია:

დასახელება

ვაგონის/ავტომობილის/მისაბმელის ნომერი

 

I.12. ექსპორტიორი ქვეყანა + ISO კოდი

I.14. ტრანსპორტირების პირობები:

გარემო გაციებული

I.15. ლუქი/კონტეინერის ნომერი

I.16. ტვირთი განკუთვნილია:

ადამიანის მოხმარებისთვის დასათესად დასარგავად ცდისა და სამეცნიერო მიზნებისათვის

ცხოველთა საკვებად დეკორატიული მიზნებისთვის ტექნიკური მიზნებისთვის სხვა

 

I.17. შეესაბამება საქართველოს მოთხოვნებს

I.18. გადაადგილება

კონტროლისათვის განსაზღვრული სხვა ადგილი საბაჟო კონტროლის ზონის კოდი

დასახელება

მისამართი

I.19. ტრანზიტისთვის

I.20. რეექსპორტისთვის

I.21. საწყობში განთავსებისთვის

I.22. უკან მობრუნებული ტვირთი

I.23. გადაადგილების სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილამდე

იდენტიფიკაცია: ვაგონის/ავტომობილის/მისაბმელის ნომერი

I.24. ტვირთის აღწერილობა

 

საქონლის დასახელება

მცენარის სახეობა

ტიპი

სეს ესნ კოდი

ნეტო წონა/რაოდენობა

საზომი ერთეუ ლი

შეფუთვის რაოდენობა

შეფუთვის ტიპი

წარმოშობის ქვეყანა

 

I.25. შეფუთვის მთლიანი რაოდენობა

I.26. მთლიანი ნეტო წონა □

I.27. მთლიანი ბრუტო წონა □

1.28. დეკლარაცია

მე, ქვემოთ ხელმომწერი ტვირთზე პასუხისმგებელი პირი ვადასტურებ, რომ ამ დოკუმენტის პირველ ნაწილში წარმოდგენილი მონაცემები ნამდვილია და სრულია. თანახმა ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნები, გადავიხადო შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, მოთხოვნებთან შეუსაბამო ტვირთის უკან დაბრუნებისათვის ან/და განადგურებისათვის.

 

დოკუმენტის შევსების თარიღი და ადგილი

ხელმომწერი პირი

ხელმოწერა

 

ნაწილი II: გადაწყვეტილება ტვირთთან დაკავშირებით

II.1. წინა სფშდ რეგისტრაციის ნომერი

II.2. თანმხლები დოკუმენტის ნომერი

II.3. დოკუმენტური შემოწმება

II.4. ტვირთი შერჩეულია ნიმუშების აღებისათვის

დამაკმაყოფილებელი □

არადამაკმაყოფილებელი □

კი                  არა

II.5. მისაღებია გადაადგილებისათვის

 

საბაჟო კონტროლის ზონის კოდი

 

დასახელება

 

მისამართი

 

II.6. არ შეესაბამება

II.7.კონტროლირებადი დანიშნულების ადგილის დეტალური

1. უკან დაბრუნება

მონაცემები

2. განადგურება

რეგისტრაციის ნომერი

 

3. დამუშავება

მისამართი

4. განცალკევება

საფოსტო კოდი      

II.8. სიპ-ის იდენტიფიკაცია და ოფიციალური შტამპი

II.9. უფლებამოსილი პირი

    სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი

მე, ქვემოთ ხელის მომწერი უფლებამოსილი პირი,

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის კოდი

ვადასტურებ, რომ ამ ტვირთის ფიტოსანიტარიული

შტამპი

სასაზღვრო კონტროლი ჩატარდა საქართველოს

 

კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სახელი თარიღი

 

ხელმოწერა/ბეჭედი

 

II.10. იდენტურობის შემოწმება

II.11. მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი

კი □              არა

დამაკმაყოფილებელი □     არადამაკმაყოფილებელი  

დამაკმაყოფილებელი არადამაკმაყოფილებელი

 

II.12. ლაბორატორიული კვლევა     კი

II.13. მისაღებია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად

არა 

 

კვლევა:

 

შედეგი: დამაკმაყოფილებელი 

 

არადამაკმაყოფილებელი  

 

გაშვებულია შედეგებამდე

 

II.14. მისაღებია ტრანზიტისთვის  

II.15. მისაღებია რეექსპორტისთვის  

დანიშნულების ქვეყანა

დანიშნულების ქვეყანა

გასვლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი (კოდი)

გასვლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი (კოდი)

II.16. მისაღებია უკან დაბრუნებისათვის

II.17. საწყობში განთავსებისთვის

II.18. არ შეესაბამება

II.19. უარის მიზეზი

1. უკან გაბრუნება  

1 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არარსებობა ან  

 

შეუსაბამობა

2. განადგურება  

2. დოკუმენტების შეუსაბამობა                                      

3. დამუშავება   

3. ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა      

4. განცალკევება  

4. დასნებოვნება/კონტამინაცია                                       

II.20. კონტროლირებადი დანიშნულების ადგილის

5. აკრძალვა                                                                      

დეტალური მონაცემები

რეგისტრაციის ნომერი

6. სხვა                                                                               

მისამართი

 

     საფოსტო კოდი

 

II.21. ტვირთი გადაილუქა: ახალი ლუქის ნომერი

 

II.22. სიპ-ის იდენტიფიკაცია და ოფიციალური შტამპი

II.23. უფლებამოსილი პირი

    სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი

მე, ქვემოთ ხელის მომწერი უფლებამოსილი პირი,

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის კოდი

ვადასტურებ, რომ ამ ტვირთის კონტროლი ჩატარდა

შტამპი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სახელი, გვარი, თარიღი

 

ხელმოწერა პირადნომრიანი ბეჭედი

 

ნაწილი III: მონაცემები კონტროლის ღონისძიებების შესახებ

III.1. დეტალური ინფორმაცია შემდგომი გადაადგილების შემთხვევაში:

  სატრანსპორტო საშუალების N

რკინიგზის ვაგონი თვითმფრინავი  

გემი

ავტოსატრანსპორტო საშუალება

დანიშნულების ქვეყანა: + ISO code

თარიღი

III.2. შემდგომი ღონისძიებები

უფლებამოსილი პირი

ტვირთი მიღებულია:

დიახ არა

ტვირთის შეესაბამება:

დიახ  არა  

III.3. უფლებამოსილი პირი

სახელი, გვარი

    სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის კოდი

თარიღი

ხელმოწერა პირადნომრიანი ბეჭედი

შტამპი

 

დანართი №3

საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის (სფშდ) შევსების წესი

ნაწილი I. ინფორმაცია ტვირთის შესახებ – ივსება მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ და ჩაიწერება შემდეგი მონაცემები:

გრაფა I.1 გამომგზავნი/ექსპორტიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირის (მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების გამომგზავნის) დასახელება და მისმართი, რომელიც აგზავნის ტვირთს. სასურველია ტელეფონის, ფაქსის ნომრების ან ელ. ფოსტის მითითებაც;

გრაფა I.2 სფშდ სარეგისტრაციო ნომერი – უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (ID ნომერი), რომელიც წინასწარი შეტყობინების წარდგენისას პროგრამულად ენიჭება დოკუმენტს;

გრაფა I.3 სიპ – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი, საიდანაც განხორციელდება მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების საქართველოში შემოტანა;

გრაფა I.4 კოდი – სიპ კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად;

გრაფა I.5 საქონლის მიმღები/იმპორტიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება და მისამართი, რომელიც მიიღებს ტვირთს. სასურველია ტელეფონის, ფაქსის ნომრების ან ელ. ფოსტის მითითებაც;

გრაფა I.6. ტვირთზე პასუხისმგებელი პირი – ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ტვირთის წარდგენასა და დეკლარირებაზე. სასურველია ტელეფონის, ფაქსის ნომრების ან ელ. ფოსტის მითითებაც;

გრაფა I.7 დანიშნულების ადგილი – ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილის მისამართი. სასურველია ტელეფონის, ფაქსის ნომრების ან ელ. ფოსტის მითითებაც;

გრაფა I.8 დოკუმენტები – ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ოფიციალური ნომერი და მათი გაცემის თარიღი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ტვირთის ყველა თანმხლები დოკუმენტი;

გრაფა I.9 სიპ-ში სავარაუდო შემოსვლის თარიღი – ტვირთის შესვლის სავარაუდო თარიღი;

გრაფა I.10 წარმოშობის ქვეყანა – ქვეყანა, სადაც მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები იქნა მოყვანილი, შეგროვებული, მოპოვებული და წარმოებული;

გრაფა I.11 წარმოშობის ადგილი – კონკრეტული ადგილი, სადაც მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები იქნა მოყვანილი, შეგროვებული, მოპოვებული და წარმოებული;

გრაფა I.12 ექსპორტიორი ქვეყანა – იმ ქვეყნის დასახელება, სადაც საქონელი ჩაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაში უშუალოდ დანიშნულების ქვეყანაში გადასაზიდად;

გრაფა I.13 სატრანპორტო საშუალებები – დეტალური ინფორმაცია საქონლის/ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების შესახებ: საჰაერო ტრანსპორტისას რეისის ნომერი, საზღვაო ტრანსპორტისას გემის სახელწოდება, საავტომობილო ტრანსპორტისათვის რეგისტრაციის ნომერი და მისაბმელის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სარკინიგზო ტრასნპორტისათვის მატარებლის და ვაგონის ნომერი. სატრანსპორტო დოკუმენტის ნომრები: ავიაზედდებულის ნომერი, სარკინიგზო ზედნადების ნომერი, კონოსამენტის, სატრასნპორტო ზედნადების ან TIR-წიგნაკის ნომერი;

გრაფა I.14 ტრანსპორტირების პირობები – მოინიშნება შესაბამისად;

გრაფა I.15 ლუქი/კონტეინერის ნომერი – მიეთითება შესაბამისი ნომრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გრაფა I.16 ტვირთი განკუთვნილია – თუ ტვირთი განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისთვის, დასათესად, დასარგავად, ცდისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, ცხოველთა საკვებად, დეკორატიული მიზნებისთვის, ტექნიკური მიზნებისთვის და სხვა, მოინიშნება - შესაბამისად;

გრაფა I.17 იმპორტისთვის – მოინიშნება წინასწარ განძრახული სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად;

გრაფა I.18 გადაადგილება – კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე ტვირთის გადამისამართების შემთხვევაში მიეთითება შესაბამისი საბაჟო კონტროლის ზონა/კოდი, დასახელება და მისამართი;

გრაფა I.19 ტრანზიტისთვის – მოინიშნება წინასწარ განძრახული სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად:

დანიშნულების ქვეყანა – საბოლოო დანიშნულების ქვეყანა;

გასვლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება, საიდანაც ტვირთი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.

გრაფა I.20 რეექსპორტისთვის – მოინიშნება წინასწარ განძრახული სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად:

დანიშნულების ქვეყანა – საბოლოო დანიშნულების ქვეყანა;

გასვლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება, საიდანაც ტვირთი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.

გრაფა I.21 საწყობში განთავსებისთვის – მოინიშნება წინასწარ განძრახული სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად;

გრაფა I.22 უკან მობრუნებული საქონელი – კეთდება აღნიშვნა შესაბამის უჯრაში, როდესაც საქართველოში წარმოშობილ პროდუქტს უარი ეთქვა დანიშნულების ქვეყანაში შესვლაზე და დაბრუნებულია საქართველოში;

გრაფა I.23 გადაადგილების სატრანსპორტო საშუალება სხვა სიპ-მდე – ივსება სატრანსპორტო საშუალების შეცვლის შემთხვევაში და მიეთითება სატრანსპორტო საშუალების სახეობა და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გრაფა I.24 ტვირთის აღწერილობა – ტვირთის დეტალური აღწერილობა მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დასახელება. ასევე,

მცენარეების სახეობა ბოტანიკური დასახელებით – ისე, რომ მოცემული ინფორმაცია იძლეოდეს მცენარისა და მცენარეული პროდუქციის იდენტიფიკაციის საშუალებას, საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული დასახელების გამოყენებით, სულ მცირე გვარის დონეზე მაინც, მაგრამ უმჯობესია, სახეობის დონეზე. ზოგიერთი რთული შემადგენლობის ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტებისათვის, როგორიცაა ცხოველთა საკვების მარაგი (ფურაჟი), შესაძლოა, ვერ მოხერხდეს ბოტანიკური დასახელების მინიჭება. ასეთ შემთხვევაში იწერება „Not applicable” („არ ივსება”) ან „N/A”;

ტიპი – საქონლის ტიპი, მაგ: ხე-ტყე, შესაფუთი მასალა, სარგავი მასალა და ა. შ.

საქონლის სეს ესნ კოდი – საქონლის სეს ესნ კოდი, როგორც ეს განსაზღვრულია „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით.

ნეტო წონა/რაოდენობა: კონკრეტული საქონლის წონა შეფუთვის გარეშე, კილოგრამებში. თუ აღნიშნული წონის ერთეული მიუღებელია ვიყენებთ სხვა შესაბამის ერთეულებს. მაგალითად, ხე-ტყის შემთხვევაში - მ2, მ3 და ა.შ.;

საზომი ერთეული – შესაბამისი საზომი ერთეული; შეფუთვის რაოდენობა - შეფუთვის რაოდენობა ცალობაში; შეფუთვის ტიპი – პროდუქტის შეფუთვის სახე;

წარმოშობის ქვეყანა –კონკრეტული საქონლის წარმოშობის ქვეყანა;

გრაფა I.25 შეფუთვის მთლიანი რაოდენობა – სასაქონლო პარტიის შეფუთვების მთლიანი რაოდენობა;

გრაფა I.26 მთლიანი ნეტო წონა: მთლიანი სასაქონლო პარტიის რეალური წონა კილოგრამებში, შეფუთვის გარეშე;

გრაფა I.27 მთლიანი ბრუტო წონა: სასაქონლო პარტიის მთლიანი წონა კილოგრამებში, პროდუქტების წონასთან ერთად იგულისხმება შეფუთვისა და კონტეინერის წონა, გარდა სატრანსპორტო კონტეინერების სხვა სატრანსპორტო მოწყობილობების წონისა;

გრაფა I.28 დეკლარაცია – ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები და ხელმოწერა, დოკუმენტის შევსების თარიღი და ადგილი.

ნაწილი II გადაწყვეტილება ტვირთთან დაკავშირებით – ივსება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ.

გრაფა II.1 სფშდ-ს რეგისტრაციის ნომერი – იგივე სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც მითითებულია გრაფა I.2-ში.

გრაფა II.2 თანმხლები დოკუმენტის ნომერი – აღრიცხვის მოწმობის ნომერი, ივსება კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში.

გრაფა II.3 დოკუმენტური შემოწმება – მოინიშნება შემოწმების შედეგი.

გრაფა II.4 ტვირთი შერჩეულია ნიმუშის აღებისათვის – მოინიშნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

გრაფა II.5 მისაღებია გადაადგილებისათვის – ივსება იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური შემოწმების შედეგი დამაკმაყოფილებელია და უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის ჩასატარებლად ტვირთის სხა კონტროლის ზონაში გადაადგილებაზე.

გრაფა II.6 არ შეესაბამება – თუ დოკუმენტური შემოწმების შედეგები არადამაკმაყოფილებელია, მოინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული ერთ- ერთი გადაწყვეტილება.

გრაფა II.7 კონტროლირებადი დანიშნულების ადგილის დეტალური მონაცემები – ივსება იმ შემთხვევაში, თუ გრაფაში II.6 მონიშნულია: „უკან დაბრუნება“, „განადგურება“, „დამუშავება“ ან „განცალკევება“ და მიეთითება დეტალური ინფორმაცია დანიშნულების ადგილის შესახებ.

გრაფა II.8 სიპ-ის იდენტიფიკაცია და ოფიციალური შტამპი – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის შტამპი ( დასახელება, კოდი და მისამართი).

გრაფა II.9 უფლებამოსილი პირი – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი და თარიღი.

გრაფა II.10 იდენტურობის შემოწმება – მოინიშნება იდენტურობის შემოწმების შედეგი.

გრაფა II.11 მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი – მოინიშნება მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის შედეგები.

გრაფა II.12 ლაბორატორიული კვლევა – მოინიშნება ნიმუშის აღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აისახება კვლევის პარამეტრები და მიღებული შედეგები.

გრაფა II.13 მისაღებია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად – ივსება დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში და მოინიშნება შესაბამისი დანიშნულება;

 გრაფა II.14 მისაღებია ტრანზიტისთვის – ივსება მაშინ, როდესაც ტვირთი ტრანზიტით გადაადგილდება საქართველოს გავლით:

დანიშნულების ქვეყანა – საბოლოო დანიშნულების ქვეყანა.

გასვლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება, საიდანაც ტვირთი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.

გრაფა II.15 მისაღებია რეექსპორტისთვის – ივსება, იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება შემოტანილი უცხოური საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ:

დანიშნულების ქვეყანა – საბოლოო დანიშნულების ქვეყანა;

გასვლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება, საიდანაც ტვირთი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.

გრაფა II.16 მისაღებია უკან დაბრუნებისათვის – ეს უჯრა ივსება, როდესაც საქართველოში წარმოშობილი პროდუქტს უარი ეთქვა დანიშნულების ქვეყანაში შესვლაზე და დაბრუნებულია საქართველოში.

გრაფა II.17 მისაღებია საწყობში განთავსებისთვის – გამოიყენება საწყობის სასაქონლო ოპერაციის არჩევისას იმ ტვირთისათვის, რომელიც უნდა გადაადგილდეს და განთავსდეს საწყობში, ან თავისუფალ ზონაში.

გრაფა II.18 არ შეესაბამება – ივსება იმ შემთხვევაში, თუ იდენტურობის შემოწმება ან მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი არ აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს და მოინიშნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

გრაფა II.19 უარის მიზეზი – მოინიშნება შესაბამისი გრაფა.

გრაფა II.20 კონტროლირებადი დანიშნულების ადგილის დეტალური მონაცემები – ივსება გრაფა II.16-ის შევსების შემთხვევაში („უკან გაბრუნება“,

„განადგურება“, „დამუშავება“ ან „განცალკევება“) და მიეთითება ინფორმაცია დანიშნულების ადგილის შესახებ, სადაც იგზავნება ტვირთი შემდგომი პროცედურებისთვის.

გრაფა II.21 ტვირთი გადაილუქა – ივსება ხელახალი დალუქვის შემთხვევაში და მიეთითება ახალი ლუქის ნომერი.

გრაფა II.22 სიპ-ის იდენტიფიკაცია და ოფიციალური შტამპი – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის შტამპი ( დასახელება, კოდი და მისამართი).

გრაფა II.23 უფლებამოსილი პირი - შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი და თარიღი.

ნაწილი III. მონაცემები კონტროლის ღონისძიებების შესახებ – ივსება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ.

გრაფა III.1 დეტალური ინფორმაცია შემდგომი გადაადგილების შემთხვევაში – ივსება „უკან გაბრუნების“ ან შემდგომი გადაადგილების („გადამისამართების“) შემთხვევაში. მიეთითება სატრანსპორტო საშუალების სახეობა და საიდენტიფიკაციო მონაცემები, დანიშნულების ქვეყანა და გაგზავნის თარიღი.

გრაფა III.2 შემდგომი ღონისძიებები: ეს გრაფა ივსება ტვირთის

„განადგურების“, „დამუშავების“ ან „განცალკევების“ შემთხვევაში და მოიცავს ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.

გრაფა III.3 უფლებამოსილი პირი – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის შტამპი (დასახელება, კოდი და მისამართი), შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი და თარიღი.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.