დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №228 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 544 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020253 |
|
„წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №228 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №228 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/05/2015, 240110000.10.003.018613) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია ამ წესის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტები და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები