დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1720-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.018700 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) 55-ე მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული მოთხოვნები.“. მუხლი 2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ წესში შესაბამისი ცვლილების შეტანა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2017 წ. N1720-Iს |
დოკუმენტის კომენტარები