დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის რაიონული სასამართლო |
მიღების თარიღი | 07/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი |
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი ნინო გელაშვილი და სასამართლოს მენეჯერი -საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქეთევან თხელიძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.
201 7 წლის განმავლობაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 28 განცხადება . შემოსულ განაცხადთაგან 22 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 3 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, 1 განცხადება გახმობის გამო დარჩა განუხილველი.
საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც დაეყრდნო საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლები , ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ:
ნინო გელაშვილი - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ქეთევან თხელიძე - სასამართლოს მენეჯერი -საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
ნინო გელაშვილი
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები
განყოფილების უფროსი
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დოკუმენტის კომენტარები