სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სენაკის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 06/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
06/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
სენაკის რაიონული სასამართლო

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სენაკის რაიონულ (მათ შორის აბაშისა და მარტვილის მაგისტრატ) სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სენაკის რაიონული (მათ შორის აბაშისა და მარტვილის მაგისტრატი) სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2016 წლის 7 დეკემბრიდან 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით სენაკის რაიონულ (მათ შორის აბაშისა და მარტვილის მაგისტრატ) სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,14” განცხადება, მათ შორის:

● EMC ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან - 2;

● საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 3;

● PHR პარტნიორობა ადამიანის უფლებებიდან - 1;

● მოქალაქიდან - 3;

●  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან“ – 1;

● GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან - 1;

● საერთაშორისო - გამჭირვალობა საქართველოდან - 1;

● საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისიდან - 1;

● სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტიდან - 1;

 

შემოსული განცხადებებიდან:

● დაკმაყოფილდა - 10 მოთხოვნა;

● ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 1 მოთხოვნა;

არ დაკმაყოფილდა - 3 მოთხოვნა;

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ

შალვა კაჭარავა - 2012 წლის 06 იანვრიდან სენაკის რაიონული სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა სენაკის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საჩივარი არ შემოსულა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სენაკის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,

სასამართლოს მენეჯერი - პირველადი სტრუქტურული

ერთეულის ხელმძღვანელი

შალვა კაჭარავა