ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016366
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
11/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
010250050.35.105.016366
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/12/2017 - 15/02/2018)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2017 წლის 11 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური

და ჯანდაცვის სამსახურის დებულება


მუხლი 1. მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების    შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს  ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №90.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

 ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;

 ბ) სოციალური დაცვის განყოფილება.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების კონტროლს;

გ) ჯანდაცვის მუნიციპალურ ობიექტებთან თანამშრომლობას;

დ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება
ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 


მუხლი 5. სოციალური დაცვის განყოფილება
სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის ხელშეწყობას;

გ) ბავშვების, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი და სხვა ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფინანსურ მხარდაჭერას; 

დ) შშმ პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას:

ე) გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას;

ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციისა და შესაძლებლობის ფარგლებში თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზებას;

ზ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

თ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის პრევენციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებთან დაკავშირებით პროგრამებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;

ი) ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით;

კ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერიის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.