სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიში

  • Word
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 11/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
11/12/2017
ვებგვერდი, 12/12/2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის

2017 წლის ანგარიში

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავის საქმიანობაში კანონიერების საჯაროობის, გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა  და  შეუფერხებლად გაცემას.

ამ მიზნით სამსახური საქმიანობას სამი მიმართულებით წარმართავს.

პირველი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე (www.sao.ge ) სისტემატურად ქვეყნდება სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია: გარკვეული პერიოდულობით,  სხვადასხვა დროს ჩატარებული ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ანგარიშებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მოხსენებები, დასკვნები  კანონპროექტებზე, რომლებიც ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს,  აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიში და აღნიშნული მასალის გაცნობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

მეორე: საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა ადრესატისგან - მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან (მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  (IDFI), კონკრეტულ პირთა უფლებების დამცველი ადვოკატები, საინფორმაციო სააგენტოები, ჟურნალისტები, კვლევითი ორგანიზაციები და სხვ.) შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სულ 38 მოთხოვნა. აქედან დაკმაყოფილდა - 28 მოთხოვნა  და  გაცემული ინფორმაციის მოცულობამ 3321 ფურცელი შეადგინა.  შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე დროს, 12 შემთხვევაში ინფორმაცია გაიცა ელექტრონული ფორმით.

დანარჩენი 10 მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო ინფორმაცია არ იქნა გაცემული, რაც განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით:

2 შემთხვევაში -  ინფორმაცია განეკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას;

1 შემთხვევაში - მოთხოვნილი ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იყო პროკურატურაში;

2 შემთხვევაში -  აუდიტი, რომლის თაობაზეც იყო მოთხოვნილი ინფორმაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ განხორციელებულა;

2 შემთხვევაში - ინფორმაცია იყო დამუშავების პროცესში;

3 შემთხვევაში - მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ზემოთ მითითებულ ყველა შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა არდაკმაყოფილების შესახებ, ეცნობათ დაინტერესებულ პირებს.  საყურადღებოა აგრეთვე, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული  არც ერთი გადაწყვეტილება  არ ყოფილა გასაჩივრებული. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არც ერთ საჯარო მოსამსახურეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, არ დაკისრებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი,  ასევე არ ყოფილა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.

მესამე: რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს  სამსახურის ადმინისტრაციის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სამსახურში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.