დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-69/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016478 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/12/2017 - 25/05/2018)
|
სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული იმ საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
განისაზღვროს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, შემდეგი სახით: |
1.
ჰემოდიალიზის ფარგლებში:
ა) ჰემოდიალიზური მოწყობილობები (ხელოვნური თირკმელები, ხელოვნური თირკმლის აპარატები, დიალიზატორები); ბ) ჰემოდიალიზატორი; გ) ნატრიუმის ბიკარბონატი (ნებისმიერი ფორმით - ფხვნილი, კარტრიჯი, ,,ბიბეგი“); დ)ჰემოდიალიზური ა/ვ სისხლის მაგისტრალი; ე)ჰემოდიალიზური ა/ვ საპუნქციე ნემსი. |
2.
პერიტონეული დიალიზის ფარგლებში:
ა) პერიტონეული დიალიზის კათეტერის დამცავი სადეზინფექციო ხუფი; ბ) კათეტერის დამაგრძელებელი (გადამყვანი); გ) პერიტონეული დიალიზის კათეტერი; დ) კათეტერის ადაპტორი (ტიტანის); ე) გამომავალი მაგისტრალის ჩამკეტი; ვ) მაგისტრალი ჩამცლელი ჩანთით (აპდ მიმღები); ზ) კასეტა (აპდ სისტემა). |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები