ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 941
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
941
04/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
ზუგდიდის რაიონული სასამართლო

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის

ანგარიში

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-III თავის მოთხოვნათა შესასრულებლად ამ კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შემოსულია 35 მოთხოვნა.

მათ შორის:

1. მოქალაქისგან - 9

2.,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან’’ - 9;

3.,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDIFI’’-დან -3;

4.,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი’’-დან 4;

5.,,სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტიდან’’- 1;

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’-დან 2;

,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან’’- 1;

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი’’-დან 1;

9.,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის’’ - 1;

10.,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC’’-დან 1.

11. ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა’’-დან - 1.

შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა - 24;

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 5;

არ დაკმაყოფილდა - 5

შეცდომით შემოვიდა - 1.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად 24 მოთხოვნა დაკმაყოფილდა:

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან’’ შემოსული 3 მოთხოვნა:

1. 2015 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 24 აგვისტომდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების ასლები, სადაც სასამართლომ განიხილა მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხი საარჩევნო უფლებების ფარგლებში და სასამართლოს მიერ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები;

2. რამდენი სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 168-ე, 169-ე, 170-ე, 240-ე, 2401 და 243-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე და მიღებული განაჩენების ასლები;

3. 2017 წლის ივნისიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 1261 და 111 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემა.

სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული 4 მოთხოვნა:

1. 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 170-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემა;

2. 2016 წელს ქალის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული განაჩენების ასლების გადაცემა;

3. 2016 წლის 01 მარტიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ შემოსულ სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილებების (მიღებაზე უარი, განუხილველად დატოვება, შეწყვეტა) ან აღნიშნული სარჩელების სტატუსის (მიმდინარე ან განხილული) თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება, თარიღებზე მითითებით;

4. 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე შემოსული შუამდგომლობების რაოდენობის (ბრალდების და დაცვის მხარის მიერ), მათი შედეგების სტატისტიკური მონაცემები და მიღებული განჩინებების ასლების გადაცემა;

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი’’-დან შემოსული 3 მოთხოვნა:

სასამართლოში საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობის შესახებ ინფორმაცია (მომართა სამჯერ);

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’-დან შემოსული 1 მოთხოვნა:

2012-2017 წლებში საქართველოს სსკ-ის 170-ე, 240, 2401, 241, 242, 243, 244 და 245-ე მუხლებით შემოსულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული სასამართლო სხდომების რაოდენობის, თარიღების, ბრალდებულების რაოდენობის და მიღებული განაჩენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან’’ შემოსული განცხადება:

2013-2017 წლებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სსკ-ის 1441-ე და 1443-ე მუხლებით მიღებული განაჩენის ასლების გადაცემა;

,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი’’-დან შემოსული განცხადება შემდეგი სახის ინფორმაციის მოთხოვნით:

ა) 2014-2016 წლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეზე დამდგარი შედეგის და (ჯარიმა, დაპატიმრება) და პირთა რაოდენობის თაობაზე მონაცემები;

ბ) 2014-2016 წლებში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით, 260 მუხლის პირველინაწილით და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით შემოსულ სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობის, განხილვის შედეგების და მიღებული გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენის (მათ შორის საპროცესო შეთანხმება) შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია სასჯელის სახეების და ჯარიმების საერთო რაოდენობის მითითებით;

გ) 2014-2016 წლებში საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განხილულ სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა, გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების, მათ შორის დადებული საპროცესო შეთანხმების რაოდენობის, სასჯელის სახეების და ჯარიმის საერთო რაოდენობის მითითებით.

,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი’’-დან შემოსული განცხადება:

2012-2017 წლებში საქართველოს სსკ-ის 108, 109-ე, 19-108, 19-109, 11-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით განხილული სისხლის სამართლის საქმეები, სადაც დაზარალებულია ქალი და 2015-2017 წლებში ამავე მუხლებით განხილული საქმეები, სადაც დაზარალებულია მამაკაცი;

,,სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტი’’-ს მოთხოვნა:

2013 წლის დასაწყისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე განხილული შრომითი დავების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციული წარმოების წესით) მოსარჩელეთა სქესის და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების მითითებით.

მოქალაქეებისგან შემოსული განცხადებები:

1. რატი კურტანიძის განცხადება, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ასლების მოთხოვნით, სადაც სასჯელის სახედ გამოყენებულია შინაპატიმრობა;

2. თამარ ჩიქავას განცხადება, შპს ,,ანაკლია პორტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მიმდინარე დავის სტატუსის შესახებ;

3. რევაზ აჭარაძის განცხადება 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 30 აგვისტომდე სსკ-ის 192-ე მუხლით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ.

4. გოგა ხატიაშვილის განცხადება 2015 წლიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით სსკ-ის 259-ე მუხლით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ.

5. ანა ნასრაშვილის განცხადება 2017 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გამოტანილი განაჩენების ასლების გადაცემის თაობაზე.

6. ედუარდ მარიკაშვილის განცხადება 2010 წლიდან 2017 წლის მაისამდე საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის თაობაზე;

7. ზურაბ მუხურაძის განცხადება 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აპრილამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე წარდგენილი საჩივრების, სამოქალაქო სარჩელების და მათზე წარმოდგენილი შესაგებლების, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

8. როლანდ შონიას განცხადება, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ადრინდელი ადგილმდებარეობის დაზუსტების მოთხოვნით, კერძოდ იყო თუ არა განთავსებული ის ზუგდიდის რაიონული პროკურატურის შენობაში.

9. თამარ მაზანაშვილის განცხადება 2014-2017 წლებში საქართველოს სსკ-ის 1261-ე, 1501-ე და 111 მუხლებით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 5 მოთხოვნა:

1. ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის’’ მიერ მოთხოვნილი შემდეგი სახის ინფორმაცია:

2014-2016 წლებში საქართველოს სსკ-ის 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით მიღებული განჩინების (აღკვეთს ღონისძიების შეფარდების თაობაზე) და განაჩენის ასლების გადაცემა;

2. ,,სახალხო დამცველის აპარატის ’’ განცხადება 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ქალის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, უკანონო აბორტის, თანხმობის გარეშე სტერილიზაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი), წამების, ქალის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ შემოსულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემა;

3. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’-ს განცხადება 2017 წლის 27 იანვრიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლით შემოსული შუამდგომლობების (დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ) რაოდენობის და დამდგარი შედეგის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება.

4. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’-ს განცხადება 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის 14 ივნისამდე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სადაც სამართალდარღვევის ჩამდენია ქალი) და 1723 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემოსული საქმეების რაოდენობის და მათზე მიღებული გადაწყვეტილების ასლების გადაცემის შესახებ.

5. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’-ს განცხადება 2012 წლიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 140-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და 1501 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით შემოსული სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობის და მათზე დამდგარი შედეგების (გამამართლებელი, გამამტყუნებელი, შეწყვეტა, საპროცესო შეთანხმება) შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ასლების გადაცემა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად არ დაკმაყოფილდა 5 მოთხოვნა:

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ 3 მოთხოვნა:

1. 2014 წლიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსსკ-ის 106-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის თაობაზე შემოსული საჩივრების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

2. საქართველოს სსკ-ის 1621 და 1641 მუხლებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე მიღებული განჩინების ასლების გადაცემა;

3) 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 29 ნოემბრამდე ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის’’ 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ პროკურატურისათვის განრიდების მიზნით დაბრუნებულ საქმეთა რაოდენობა და განჩინების ასლების გადაცემა;

აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოცემული მუხლებით და საფუძვლებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმეები არ შემოსულა და შესაბამისად არც განხილულა.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი’’-ს მომართვა 2016 წელს საქართველოს სსკ-ის 170-ე, 188-ე, 2201, 342-ე და 400-ე მუხლებით შემოსულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ასლების გადაცემის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, რადგან ჩამოთვლილი მუხლებით საქმეები არ შემოსულა.

რაც შეეხება ,,სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ წარმომადგენლის უტა მიქაძის განცხადებას, კონკრეტული პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის ასლის გადაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 2-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,განსაკუთრებული კატეგორიისაა მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან’’. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქმის მასალების სრული სახით (დაშტრიხვის გარეშე) გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა (ერთდროულად ორივე მხარის) წინასწარი წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში. ვინაიდან განცხადებაში მითითებული იყო კონკრეტული სახელი და გვარი, დაშტრიხვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება ადვილი შესაძლებელი იყო. ამდენად, სასამართლომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’-ს მიერ ერთი განცხადება შემოტანილია შეცდომით, კერძოდ მოთხოვნის ადრესატს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოში 2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 1 მოთხოვნა (ცალ-ცალკე): ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’-სგანცხადება 2012-2017 წლებში სსკ-ის 170-ე, 240, 2401, 241, 242, 243, 244 და 245-ე მუხლებით შემოსულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული სასამართლო სხდომების რაოდენობის, თარიღების, ბრალდებულების რაოდენობის და მიღებული განაჩენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გაცემის თაობაზე; წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაგისტრატ სასამართლოებში ჩამოთვლილი მუხლების სისხლის სამართლის საქმეები არ არის რეგისტრირებული.

ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის №1/328 გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შედის მესტიის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოები, შესაბამისად აღნიშნულ მოთხოვნებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ერთობლივი წერილით გაეცა პასუხი.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები არიან სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი ნინო ჩემინავა და საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - სასამართლოს მენეჯერი ლანა ბერიშვილი.

 

 ნ. აკობია

სასამართლოს თავმჯდომარე