„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1671-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.018661
1671-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
360050000.05.001.018661
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაცული ტერიტორიის დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის შემცირება ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ, შემდეგ შემთხვევებში:

ა) დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევისას;

ბ) ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას;

გ) დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის განხორციელების შემდეგ, რომლის განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზებას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის შექმნისას, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის შექმნის უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც აუცილებელია დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვა) – შექმნიდან 3 წლის ვადაში.“.

4. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს:

ა) დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;

ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;

გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;

დ) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის კოორდინირება;

ე) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;

ვ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება; 

ზ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნა;

თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მისი ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებების დამტკიცება.“;

გ) მე-4 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;

ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილი წესით წარუდგინოს ისინი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს;“.

5. 181 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და მათი მიზნობრივად გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) წინაშე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1671-რს