„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020229
522
01/12/2017
ვებგვერდი, 11/12/2017
300160070.10.003.020229
„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №522

2017 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის  №37 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017597) შეტანილ იქნეს   ცვლილება და: 

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“.

4. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა და საფასურები“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. რეგლამენტი ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ინსპექტირების პერიოდულობასა და საფასურებს შესაბამისი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

რეგლამენტის მიზანია:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება;

ბ)  სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ინსპექტირების საფასურის განსაზღვრა;

გ) საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან;

დ) ავტოსატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (შემდგომში – ინსპექტირება) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

7. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა (დანართი №2) განსაზღვრულია მათი კატეგორიების მიხედვით, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის 2009/40/EC დირექტივის − „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ“ საფუძველზე, საქართველოში არსებული საავტომობილო პარკის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სერვისის სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებით.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის №2 დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.  

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი №2
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირერების პერიოდულობა და საფასურები მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები

ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულება და მახასიათებლები

ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობა

საფასურები

1

M2  M3

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე,

მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან წელიწადში ორჯერ

100 ლარი

2

 

N2  N3

3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი  ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

100 ლარი

3

O3  O4

3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

4

M1

ტაქსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

5

N1

არა უმეტეს 3500 კგ-ზე  ნებადართული მაქსიმალური მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა

ოთხი  წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

60 ლარი

6

M1

არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ოთხი  წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.  გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს

60 ლარი.“.