„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2017
ძალაში შესვლის თარიღი 09/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017038
422
29/11/2017
ვებგვერდი, 30/11/2017
040030000.22.033.017038
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №422

2017 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) განსაზღვრავს შიდა აუდიტის და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მარეგულირებელ ნორმებს;“

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტი;“ ;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები:

„რ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ს) მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8.  პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტი

1.  პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია :

ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

გ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება;

დ) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოება;

ე) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;

ზ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ი) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებულად.“.

4. მე-14 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა, ნებართვის გაუქმება. წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის შეთანხმება. აზარტული და მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება. ლატარიის თამაშების შეთანხმება, მათში ცვლილების შეტანა. ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ყოველკვარტალური გადასახდელის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

ბ1) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა/ლუქის ახსნა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი. ლატარიის ორგანიზატორის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი;“.

5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. 17​4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 175 და 176 მუხლები:

„მუხლი 175. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სამსახურის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა  და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) სამსახურის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) სამსახურის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

მუხლი 17​6. მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო

მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) მომსახურების სერვისცენტრებში, გაფორმების ადგილებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში მომსახურების სტანდარტების დანერგვაში დახმარების გაწევა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის;

ბ) მომსახურების სერვისცენტრების, გაფორმების ადგილების და საბაჟო გამშვები პუნქტების დატვირთვების პროგნოზირება და მიმდინარე მონიტორინგი, ნაკადების გადანაწილების შესაძლებლობებზე წინადადებების დაყენება-ორგანიზება და საჭიროებისას სარეზერვო რესურსის ჩართვის საჭიროების ინიციირება;

გ) მომსახურების სერვისცენტრებში, გაფორმების ადგილებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში მომსახურების პროცესების მეთვალყურეობა (ადგილზე ვიზიტებით/დისტანციურად), მიმდინარე მომსახურებაში რთული, არასტანდარტული ან პრობლემური შემთხვევის/შეფერხების წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი კომპეტენტური რგოლების ჩართვის უზრუნველყოფა;

დ) მომსახურების სერვისცენტრებში, გაფორმების ადგილებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის სამუშაო პოზიციების მიხედვით ოპტიმალური დატვირთვების შესაბამისი საზომების შემუშავების ინიცირება და დადგენილი საზომებიდან გადახრების შემთხვევებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა (რესურსის დამატებაზე, პროცესების ოპტიმიზაციაზე ან სხვა საკითხზე);

ე) მომსახურების სერვისცენტრებში, გაფორმების ადგილებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში არსებული საკადრო რესურსის გაძლიერების, განვითარების, მოტივირების, გუნდურობის ამაღლების საჭიროებებზე წინადადებების ინიცირება სამსახურის ადამიანური   რესურსების    მართვისა   და   განვითარების   დეპარტამენტთან;

ვ) მომსახურების სერვისცენტრებში, გაფორმების ადგილებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში მომუშავე თანამშრომლების მხარდაჭერის საჭიროებების გამოვლენა (ინფრასტრუქტურასთან, გარემო პირობებთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ან სხვა საკითხი, რაც მომსახურებას უკავშირდება) და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება რეაგირებაზე;

ზ) ადამიანური   რესურსების    მართვისა   და   განვითარების   დეპარტამენტის მხარდაჭერა მომსახურების სერვისცენტრებში, გაფორმების ადგილებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში კადრების აყვანის, სწავლებისა და მოტივაციის სისტემების დანერგვაში;

თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა მომსახურების სერვისცენტრებში, გაფორმების ადგილებში და საბაჟო გამშვებ პუნქტებში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებაში, რაც მომსახურებას უკავშირდება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. 


საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე