„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020205
496
15/11/2017
ვებგვერდი, 16/11/2017
010110020.10.003.020205
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №496

2017 წლის 15 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის        მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:

1.  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მსხვილფეხა საქონლის სადგომი/დროებითი სადგომი რეგისტრირებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შერჩეული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარის უფლებით მისაღები, სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე  არანაკლებ 1,5 ჰა-ისა და არაუმეტეს 4 ჰა-ისა;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) მსხვილფეხა საქონლის სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის შესახებ;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პრეტენდენტის მეპაიეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი.“.

3.  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. ერთი მუნიციპალიტეტიდან ორი ან მეტი განაცხადის დაფიქსირების შემთხვევაში პირველ რიგში დაკმაყოფილდება იმ კოოპერატივის განაცხადი, რომლის მეპაიეთა საერთო რაოდენობიდან უფრო მეტი მეპაიეა რეგისტრირებული იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი. თუ ასეთი მეპაიეების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია, მაშინ განაცხადები დაკმაყოფილდება რიგითობის მიხედვით.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მუნიციპალიტეტ(ებ)ში ერთზე მეტი განაცხადის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რომელიმე მუნიციპალიტეტში არ დაკმაყოფილდება არცერთი განაცხადი. განაცხადების დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ისე, რომ მუნიციპალიტეტებში განაცხადების დაკმაყოფილებისას პროგრამაში ჩასართავი პრეტენდენტების რაოდენობის ზრდა მოხდება თანაბარი (პროპორციული) პრინციპით.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს პროგრამის ფარგლებში პრეტენდენტების მიერ სააგენტოსთვის წარდგენილ ყველა განაცხადზე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი