„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ნ-22
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 14/11/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016031
ნ-22
14/11/2017
ვებგვერდი, 16/11/2017
260030000.64.076.016031
„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-22

2017 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი

„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 (სსმ, ვებგვერდი 21/09/2017; სარეგისტრაციო კოდი: 260030000.64.076.016024) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  ბრძანებით დამტკიცებული „სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1):

ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ აუდიტი ჩატარდა გარიგების პარტნიორის მიერ, აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ავტომატურად აისახება იმ აუდიტორული ფირმის/ფირმების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია გარიგების პარტნიორი. თუ ასეთი აუდიტორული ფირმების რაოდენობა ერთზე მეტია, სუბიექტი მიუთითებს იმ აუდიტორულ ფირმას, რომლის სახელითაც მოქმედებდა გარიგების პარტნიორი აუდიტის ჩატარებისას.“;

ბ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწარმოს ზომითი კატეგორია და ინფორმაცია სდპ-ის სტატუსის შესახებ, აგრეთვე ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია სუბიექტის შესახებ, ამასთან, ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებიდან აისახება მხოლოდ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახე/სახეები. თუ სუბიექტი წარმოადგენს მეოთხე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ წარმოადგენს სდპ-ს მისი ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახე არ აისახება;

ბ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აუდიტორის სახელი, გვარი და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტაციო ნომერი, ხოლო თუ აუდიტი ჩატარდა გარიგების პარტნიორის მიერ, ასევე იმ აუდიტორულ ფირმის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის სახელითაც მოქმედებდა გარიგების პარტნიორი აუდიტის ჩატარებისას ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუდიტირებული ანგარიშგებების საანგარიშგებო პერიოდის დასრულების წელი და სდპ-ის აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია;

გ) ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად ატვირთული ანგარიშგებები/კონსოლიდირებული ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები,  გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგებისა, რომელიც არ წარმოადგენს სდპ-ს, ასევე შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულების წელი, საწარმოს ზომითი კატეგორია და ინფორმაცია სდპ-ის სტატუსის შესახებ, გამოყენებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, ანგარიშგების სახე, ანგარიშგების ენა,  ინფორმაცია-ანგარიშგება აუდიტირებულია თუ არა, სახეზეა ინდივიდუალური თუ კონსოლიდირებული ანგარიშგება და აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული მოსაზრება ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;”

გ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ჯგუფის ზომით კატეგორიას, ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მითითებული მშობელი/შვილობილი საწარმოების რეგისტრაციის ქვეყანას, საფირმო სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულების წელს, აგრეთვე პორტალზე მშობელი/შვილობილი საწარმოების გვერდების შესაბამის ბმულს/ბმულებს.“;

დ) მე-17 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებაში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია ხარვეზის გასწორების დასაბუთებული წერილობითი თხოვნით მიმართოს სამსახურს. თუ სამსახური სუბიექტის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით დაადგენს ხარვეზის არსებობას, იგი უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ამ შემთხვევაში ანგარიშგების პორტალზე ხარვეზის შესახებ გაკეთდება მითითება. ხარვეზის შესახებ სუბიექტს ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერზე ეგზავნება შეტყობინება. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. სუბიექტის მიერ საპატიო მიზეზის და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების სამსახურისთვის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

3. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდზე აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხარვეზი და ხელახლა წარადგინოს ანგარიშგება. ამ შემთხვევაში ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება თავიდან დაიწყება.“ ;

ე) მე-17 მუხლს დაემატოს მე-5 და მე-6 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სამსახური ხარვეზს დაუდგენს აუდიტორის მიერ ამ წესის მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მითითებულ ინფორმაციას, იგი უფლებამოსილია აუდიტორს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა. ხარვეზის შესახებ აუდიტორს ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება შეტყობინება. სამსახური აუდიტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღეს. აუდიტორის მიერ საპატიო მიზეზის და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების სამსახურისთვის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 სამუშაო დღით.

6. აუდიტორი ვალდებულია აღმოფხვრას ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ხარვეზი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები და სუბიექტი თავიდან წარადგენს ანგარიშგებას. ამ შემთხვევაში ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვადა ჩერდება და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება თავიდან დაიწყება.“;

ვ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომხმარებელს შეუძლია დეტალური ძიების მეშვეობით მიუთითოს ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმი: სუბიექტის სამართლებრივი ფორმა, ზომითი კატეგორია, სდპ-ის სტატუსი, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახე და საანგარიშგებო პერიოდის დასრულების წელი.“;

2. ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების ფორმები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად. 

3. ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმები“ (დანართი №3)  ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე