დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 493 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/11/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.020202 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:
1. პირველი მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, აგრეთვე, ამ პროგრამის მე-8 მუხლის მიზნებისთვის, სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ სოფლის მეურნეობის ნაწილის პროგრამის ბენეფიციარი. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობის სახით უკვე მიღებული აქვს პროგრამის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტით ან/და 61 მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური მოცულობა;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) რეფინანსირება − ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებებში, პროგრამის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გაცემული კრედიტით პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა კომერციულ ბანკში ან პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებაში 61 მუხლით განსაზღვრული პირობებით გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის გადატანა პროგრამის მონაწილე სხვა ლიზინგის გამცემთან;“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა (ამ პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გარდა) ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კრედიტ(ებ)ი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტის რეფინანსირება ასევე შესაძლებელია იმავე უცხოურ ვალუტაში, თუ რეფინანსირების შედეგად მცირდება კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი და ამასთანავე არ იზრდება სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა და თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მოიცავს კრედიტის, ლიზინგისა და საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულებებს. ამასთან, სასტუმრო ინდუსტრიაში კრედიტის მიმართულების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ სასტუმროს მესაკუთრე მეწარმე სუბიექტის მიერ. კრედიტისა და საერთაშორისო ბრენდის გამოყენების, ასევე კრედიტისა და ლიზინგის ან ლიზინგისა და საერთაშორისო ბრენდის მიმართულებებით სარგებლობა შესაძლებელია ერთდროულად.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ლიზინგის მიმართულების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს: ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში − ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა; ბ) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებას, ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე საქმიანობის დაწყების ან/და არსებული სასტუმროს გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში − ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, ლიზინგის საგნის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნებას; დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებული სასტუმროს გაფართოების/გადაიარაღების დასრულების შემდგომ, 2 წლის განმავლობაში, საქმიანობის პროფილის შენარჩუნებას. 6. საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის გადახდილი 24 თვის გადასახადის ანაზღაურებას, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ განხორციელებულ გადახდებზე, მაგრამ არაუმეტეს საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში საქმიანობის დაწყებიდან 24 თვისა. საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის პროგრამის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის სააგენტოს მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან სააგენტოს მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი.“. 4. მე-6 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით, საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად, თუ აღნიშნული პროექტი აკმაყოფილებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს.“; ბ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის ან/და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა ან/და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა ან/და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის მოცულობა;“; გ) მე-12 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისა და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება ახლიდან. თუ ბენეფიციარს უკვე აღებული აქვს კრედიტი უცხოურ ვალუტაში, პარალელური კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში, კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლების დასადგენად უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტის თანხის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს პარალელური კრედიტის აღების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.“. 5. 61 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო პროექტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) 100,000.0 (ასი ათასი) ლარიდან − 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარამდე − არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 11 (თერთმეტი) პროცენტისა; ბ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარიდან − 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 10 (ათი) პროცენტისა; გ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარიდან − 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 9 (ცხრა) პროცენტისა.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გასაცემი ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით, საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად, თუ აღნიშნული პროექტი აკმაყოფილებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს.“; გ) მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა გაიზარდოს სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა ან/და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა.“. 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების ან უზრუნველყოფის საგნის გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება წყდება;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) სააგენტოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები (მათ შორის, უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად გადახდილი თანხა).“. 7. 126 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) კონკურსში მონაწილეთა საპროექტო წინადადების ბიუჯეტი.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. კომისია უფლებამოსილია, კონტრაქტორთა შერჩევის პროცესში დამატებით გამოიყენოს შერჩევის სხვა კრიტერიუმებიც.“. 8. 129 მუხლის „თ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ.ზ) ამ პროგრამის 1211 მუხლის „გ“, „ვ“, „თ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, დოკუმენტის საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ 1 (ერთი) ქვეყანაში დისტრიბუციის შესახებ დოკუმენტაცია (სადისტრიბუციო მოთხოვნა);“. 9. 1213 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით, საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად, თუ აღნიშნული პროექტი აკმაყოფილებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მთლიან კვალიფიციურ ხარჯზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება სააგენტოს მიერ მოხდება საბოლოო პროექტის განხორციელების, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯისა და პროექტის განხორციელების შემდეგ დაზუსტებული კვალიფიციური ხარჯის შედარების, შესაბამისი აუდიტორული კომპანიის მიერ დასკვნის (სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად) სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით სააგენტოში წარდგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.“. 10. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
„დანართი №2
|
კვალიფიციური ხარჯები |
|
დოკუმენტის კომენტარები