„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-21
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 08/11/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016030
ნ-21
08/11/2017
ვებგვერდი, 09/11/2017
260030000.64.076.016030
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება № ნ-21
2017 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/07/2017; სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016017) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის“ (დანართი №1):

1. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მონიტორინგის შედეგები საჯაროა (დასკვნითი შეფასების კატეგორია, აღმოჩენილი ხარვეზების შეჯამება, შემზღუდველი ხასიათის რეკომენდაცია და პასუხისმგებლობის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში. სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის და სუბიექტის შესახებ ინფორმაციის სრულად გამოქვეყნება, თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის შესაბამისი დარგის ფინანსურ სტაბილურობას.“.

2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი კატეგორიის − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გაივლის მონიტორინგს შენიშვნების გარეშე ან კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები ან არასისტემური (იზოლირებული) ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სიტემასთან აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები ან ისეთი შენიშვნები, რომლებიც მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეორე კატეგორიის – კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად მეტია, ვიდრე უმნიშვნელო და შესაძლოა იყოს არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. ამავე დროს, არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნების რაოდენობა არის მრავალრიცხოვანი, შემოწმებული გარიგების ზომის და სირთულის გათვალისწინებით ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სიტემასთან აღმოჩნდა შენიშვნები, რომლებიც მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებისა და პერსონალის კვალიფიკაცია ადეკვატურია და ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს მნიშვნელოვნად არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი;

დ) მესამე კატეგორიის – კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური და შესაძლოა სისტემური ხარვეზებიც, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად არსებითი და მნიშვნელოვანია ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სისტემასთან აღმოჩნდა არსებითი/მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი შენიშვნები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია საქმიანობის აკრძალვის გარეშე. აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებისა და პერსონალის კვალიფიკაცია ადეკვატურია და ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს მნიშვნელოვნად არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ე) მეოთხე კატეგორიის – თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის კომპეტენციიდან გამომდინარე არსებობს საჭიროება, რომ აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გარკვეული პერიოდით აეკრძალოს აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება ან/და ხარისხის კონტროლის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან შესაძლოა ურყოფითად იმოქმედოს აუდიტორის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობაზე, ან თუ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვა აუცილებელია საზოგადოების ინტერესთა დასაცავად, ან თუ აღმოჩენილი ხარვეზები განსაკუთრებული სიმძიმით ხასიათდება, თუმცა სამსახურის მიერ მიიჩნევა, რომ ის აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოსწორებადია გონივრულ ვადებში;

ვ) მეხუთე კატეგორიის – თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ხდება კანონმდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნათა სისტემატურად შეუსრულებლობა ან/და სუბიექტის ან საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ან/და იმ შემთხვევებში, როდესაც აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ განხორციელებული მომსახურება საშიშია საზოგადოებისთვის და სუბიექტთა ფუნქციონირებისათვის.“;

დ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, რომელსაც აქვს მეორე ან მესამე კატეგორიის დასკვნა, სამსახური უფლებამოსილია დაავალოს აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას აუდიტის გარიგების ხარისხის მიმოხილვისთვის დამატებითი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების (მათ შორის, პარტნიორის) ჩართვა მიმდინარე გარიგებების დასასრულებლად. აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტის გარიგების საფუძველზე სუბიექტისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ვ) მე-7 და მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ პირის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მეოთხე კატეგორიის დასკვნის გაცემის თაობაზე, იგი არ არის უფლებამოსილი აუდიტის ჩატარების ან დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვის პერიოდში მიმართოს სამსახურს ხელახალი მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.“.

„8. მეოთხე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური იტოვებს უფლებას, მისცეს აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი მომსახურების დასრულების საშუალება. ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის სისტემატური მონიტორინგი.“.

3. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ვალდებულია ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად, გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით);

გ) ფულადი ჯარიმა.

4. მეოთხე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური არაუმეტეს 3 წლის ვადით კრძალავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია შეუწყვიტოს აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას რეგისტრაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე