,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-19
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 08/11/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240000.64.076.016028
ნ-19
08/11/2017
ვებგვერდი, 09/11/2017
010240000.64.076.016028
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-19

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240000.64.076.016003) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. სამსახურის მიერ აუდიტორის ან/და აუდიტორული ფირმის სარეგისტრაციო პირობებთან შესაბამისობის შესწავლის დროს შესაძლებელია რეესტრში გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუდიტორის სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილი (ძირითადი ან/და არაძირითადი, ინდივიდუალურად ან აუდიტორული ფირმის მეშვეობით), სარეგისტრაციო ნომერი და რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროფესიულ ორგანიზაციაში წევრობის შესახებ, პროფესიული ორგანიზაციის სახელწოდების, პროფესიული ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომრის, ქვეყნის, პროფესიული ორგანიზაციის ვებგვერდის მითითებით;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, არსებობის შემთხვევაში, ვებგვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, რეესტრში რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო ნომერი;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც აუდიტორულ ფირმაშია დასაქმებული ან მასში არის პარტნიორი/აქციონერი ან მმართველობითი ორგანოს წევრი ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, აგრეთვე ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ;“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის: 

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-3 პუნქტში მიეთითება დაინტერესებული პირის აუდიტორის ზედამხედველობით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების (აუდიტორულ გარიგებებში მონაწილოების) არანაკლებ 3-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებით დამსაქმებელი აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის სახელწოდება, ზედამხედველი აუდიტორის ზედამხედველობის ქვეშ ქსელის ფარგლებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების მიღების ქვეყანა, ზედამხედველი აუდიტორის წერილობითი დასტური (პრაქტიკის ფურცელი), რომელიც მოიცავს სერტიფიცირებული ბუღალტრის და ზედამხედველი აუდიტორის სახელს, გვარს და პირად ნომერს, ზედამხედველი აუდიტორის რეესტრში რეგისტრაციის ნომერს, პრაქტიკის პერიოდს (დაწყებისა და დასრულების თარიღს), სუბიექტთან დადებული იმ გარიგებების შესახებ ინფორმაციას (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ხელშეკრულების საგანი და პერიოდი), რომელშიც კანდიდატი/სერტიფიცირებული ბუღალტერი მონაწილეობდა (შესაბამისი როლის მითითებით), ასევე, ინფორმაციას, კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში მონაწილეობის მიღებისას გამოვლენილი, გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციების შესახებ (პროფესიული უნარები, ტექნიკური კომპეტენციები, პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და დამოკიდებულებები).

შენიშვნა №1: 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მითითებისას, გამოიყენება სამუშაო ადგილის განსაზღვრის შემდეგი რიგითობა: ძირითადი სამუშაო ადგილი, არაძირითადი სამუშაო ადგილი, წინა სამუშაო ადგილი.

შენიშვნა №2: ზედამხედველი აუდიტორის ფუნქციების განხორციელებისას, პირი უნდა იყოს აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორი ან/და საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მე-10 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია, ბოლო 3 წლის განმავლობაში პროფესიული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ (მათ შორის კონსოლიდირებული სახით, პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი შვილობილი კომპანიის არსებობის შემთხვევაში). დაინტერესებული პირის მიერ მიეთითება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნტით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან და ამავე პუნქტის „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებიდან (სხვა აუდიტორული საქმიანობიდან), სხვა პროფესიული მომსახურებიდან (საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის სფეროში გაწეული მომსახურებიდან, ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებიდან (მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 2​3 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ დადებული გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა (ლარებში, წლების მიხედვით));“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მე-11 პუნქტში, კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში ნასამართლობის არქონის დადგენის მიზნით, მიეთითება ინფორმაცია პირის ნასამართლობის თაობაზე (ცნობის გაცემის თარიღის მითითებით). ცნობა (დედანი) სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის მატერიალური სახით. ამ პუნქტის საფუძველზე სამსახურში წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს;“.

5. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუდიტორი ვალდებულია არაუგვიანეს 1 აპრილისა განაახლოს ინფორმაცია მის მიერ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებებიდან წინა წელს მიღებული შემოსავლების შესახებ.

3. აუდიტორული ფირმა ვალდებულია არაუგვიანეს 1 აპრილისა განაახლოს ინფორმაცია მის მიერ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებებიდან, წინა წელს მიღებული შემოსავლების და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე