თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016362
48/2017
01/11/2017
ვებგვერდი, 02/11/2017
010210010.15.008.016362
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №48/2017

2017 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის,  30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიები
მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ ამ მუხლში აღნიშნული  მოთხოვნების გათვალისწინებით:

1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსათვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 2017 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სპეციალური სია, ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემების გათვალისწინებით, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

3. მეორე ტურისათვის გამოიყენება 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოყენებული სპეციალური სიების ის ნაწილი, რომლითაც ამომრჩეველს მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა მინიჭებული.

4. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური) საბოლოო ვერსიის 2 (კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო ვერსია) ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

5. არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დგება გადასატანი საარჩევნო ყუთის სია.


მუხლი 2. საარჩევნო კომისიები
1. საოლქო საარჩევნო კომისიების ცესკოს მიერ არჩეულ დროებით და პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-20 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური არ იმართება.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს, უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებს ახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა აითვლება მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით.

6. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ კომისიის წევრები შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

7. თუ პარტიამ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ამავე პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია 1 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და პირობებით. კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში იღებს საბუთებს და საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/წევრებს.

9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა.


მუხლი 3. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები
1. მეორე ტურებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა, იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც იმართება მეორე ტური, გაგრძელდეს მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

2. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს, გარდა მეორე ტურის გამართვის დღისა, შეუძლიათ დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტებისათვის, წარმომადგენლის  დაფინანსების ჩარიცხვის ვადად განისაზღვროს მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა.


მუხლი 4. სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები
მეორე ტურისთვის:

1. ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ მიერ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას და მის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეს მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებულია იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, სადაც მეორე ტური იმართება.

3. ცესკოში რეგისტრირებულ მედია ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს აკრედიტაცია გაუგრძელდეთ მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ მედიაორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს აკრედიტაციები გაუგრძელდეთ მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით, თუ ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებულია იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, სადაც მეორე ტური იმართება.

5. რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეგისტრაციაში გასატარებლად უფლება აქვთ, დამკვირვებელთა დამატებითი სიები წარუდგინონ შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა.

6. რეგისტრირებულ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის დამატებითი სიები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით, შესაბამისი კომისიების მდივნებს წარუდგინონ მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა.


მუხლი 5. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენა
1. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც იმართება არჩევნების მეორე ტური, საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დამკვირვებელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 61-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს საუბნო საარჩევნო კომისიაში ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაზე დაკვირვების უფლებამოსილება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტში შემავალი ერთ-ერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრია, ასეთ შემთხვევაში საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება არ აქვს ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს, საარჩევნო კომისიაში.

3. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც იმართება არჩევნების მეორე ტური, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების შესრულების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთვლელთა გამოვლენისათვის საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტში შემავალი პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რომელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.


მუხლი 6
მეორე ტურის გამართვის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ.
მუხლი 7
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი