„პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 მარტის №ნ-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ნ-18
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 31/10/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 300170000.64.076.016027
ნ-18
31/10/2017
ვებგვერდი, 31/10/2017
300170000.64.076.016027
„პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 მარტის №ნ-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-18

2017 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი

„პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 მარტის №ნ-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 მარტის №ნ-3 (სსმ, ვებგვერდი, 27/03/2017; სარეგისტრაციო კოდი 300170000.64.076.016011) ბრძანებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტესტირების 2-ჯერ ჩატარების ორგანიზებას. პირველი ტესტირება ტარდება არაუგვიანეს  2018 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო მეორე ტესტირება – არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილამდე.

6. პირველი ტესტირებისათვის განკუთვნილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია სამსახურს წარედგინება არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა, ხოლო მეორე ტესტირებისათვის განკუთვნილი განახლებული ტესტური დავალების ნიმუშები – არაუგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლისა. მეორე ტესტირებისათვის განახლებას არ ექვემდებარება და სამსახურთან შეთანხმებას არ საჭიროებს პირველი ტესტირებისათვის წარდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე