დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 486 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.020195 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. პროგრამით მოსარგებლე პირების იდენტიფიცირების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციაზე სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს შეუფერხებელი წვდომისათვის. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს დაზღვევით მოსარგებლე პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, დაზღვევის დასაწყისს, დაზღვევის დასასრულს, დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის თარიღს, დამზღვევს (საბიუჯეტო − დამზღვევი, რომელიც ახორციელებს დაზღვევას საბიუჯეტო სახსრებით; არასაბიუჯეტო), სადაზღვევო კომპანიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის საჭირო სხვა აუცილებელ მონაცემს. 2. პროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირთათვის პროგრამით დადგენილი პირობების დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევისა და ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ოდენობის გაანგარიშების მიზნით, საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს მიეცეთ წვდომა პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიისა და სადაზღვევო კომპანიის (სადაც დაზღვეულია მოსარგებლე) შესახებ ინფორმაციაზე. პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფილ იქნეს სადაზღვევო კომპანიების წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე. 3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ეფექტურად მართვის მიზნით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებების წვდომა მოსარგებლე პირების კატეგორიის, აგრეთვე, კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში − სადაზღვევო კომპანიის შესახებ ინფორმაციაზე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა): ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) 2018 წლის 1 იანვრიდან თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და სანებართვო დანართებს საქმიანობებში: „რეანიმაციული მომსახურება“ და „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (EMERGENCY).“; ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, პირის მოსარგებლედ ცნობისთვის საჭიროა, ინდივიდმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარადგინოს სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში) ან ინდივიდმა მიმართოს პროგრამის/ქვეპროგრამის მიმწოდებელს. პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებლის ან მიმწოდებლის მიერ, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ივსება შესაბამისი ფორმის განაცხადი (რეკვიზიტები, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა), კალკულაცია). განაცხადის ფორმას განსაზღვრავს განმახორციელებელი.“; გ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ოპერაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.“; დ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მონიტორინგის წესის გათვალისწინებით) ან შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრული პირობები ან სახეზეა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება ან სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია (გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.“; ე) მე-15 მუხლის: ე.ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ფორმდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ოქმი, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. შემთხვევ(ებ)ის ანაზღაურებაზე უარის თქმის წერილობითი გადაწყვეტილება გამოიცემა ამ პუნქტით გათვალისწინებული ოქმის მიმწოდებლისათვის გაცნობიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.“; ე.ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის/დატოვებს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, ხოლო მეორე დაწესებულებაში გაწეული მომსახურების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად;“; ვ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი: „23. თუ ზედამხედველობის მონიტორინგის ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა ან მომსახურების მიმღები პიროვნება დაწესებულებაში არ იმყოფებოდა ან სტაციონარული შემთხვევების დროს არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, 1 კალენდარული წლის განმავლობაში ამ ტიპის დარღვევის მეორეჯერ დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ბოლო 12 თვის განმავლობაში შესაბამის კომპონენტში მიღებული თანხის 20%-ის ოდენობით. ამასთან, ერთი მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ორი ასეთი შემთხვევა ჩაითვლება აღნიშნული ჯარიმის საფუძვლად.“; ზ) 22-ე მუხლის: ზ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.“; ზ.ბ) 71 და 72 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ. კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფისა, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ტარიფების გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად. ამასთან, კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნების ტარიფები გამოთვლილია მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით. 72. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობების (გარდა გადაუდებელი თერაპიისა) მომსახურების ანაზღაურება ხდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფისა, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ტარიფების მედიანას მიხედვით.“; ზ.გ) 72 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 პუნქტი: „73. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (გადაუდებელი თერაპია), №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული (გადაუდებელი თერაპია (გარდა ინფექციური დაავადებებისა)) ანაზღაურება ხდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს №1.2-ის დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცხრილის 24-ე ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფისა, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ტარიფების გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად, ნოზოლოგიურ კოდებზე ბოლო 1 წლის განმავლობაში საშუალო დაყოვნების გათვალისწინებით.“; თ) 23-ე მუხლის: თ.ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. 2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), რომლის ფორმასა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 აპრილამდე. ამასთან, მოსარგებლის თანხმობის ფორმის ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლო გადაცემას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.“; თ.ბ) 325 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 326 პუნქტი: „326. თუ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, 2018 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევები, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში.“; თ.გ) 44-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე და 46-ე პუნქტები: „45. თუ მიმწოდებელი დაწესებულება 2017 წლის 1 აპრილიდან ყოველი მომდევნო საანგარიშო 6 თვის განმავლობაში მინიმუმ 3 თვის მონაცემებით არ აკმაყოფილებს ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში აღნიშნული საანგარიშო 6 თვის დასრულებიდან მომდევნო 1 წლით შეუწყვიტოს მიმწოდებლის სტატუსი. 46. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას განცხადებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.1-ის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) პირველი პუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა1) ამ პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.ა“ და „ა.დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურებისა, რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს;“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.2-ის (გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები) მე-2 პუნქტი − „გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება: ა) კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია:
ბ) გადაუდებელი მდგომარეობები:
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.3-ის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის): ა) პირველი პუნქტის „გ.ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება სრულად;“; ბ) მე-2 პუნქტის „გ.ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე ინკურაბელურ პაციენტთა პალიატურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.4-ის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) პირველი პუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა1) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება სრულად;“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები