დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 474 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020183 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017643) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − საქართველოში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ტორფი და ტორფიანი სასუქი რეგისტრირდება განაცხადის (დანართი №101) შემოწმების საფუძველზე.“. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ტორფისა და ტორფიანი სასუქის რეგისტრაციაზე განაცხადი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ცნობებს აგროქიმიკატზე (დანართი №101) და თანდართულ დოკუმენტაციას.“. 3. დანართ №10-ის შემდეგ დაემატოს დანართი №101 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|
„დანართი №101
|
1. განაცხადი აგროქიმიკატის რეგისტრაციაზე: ა) რეგისტრანტი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი); ბ) მწარმოებელი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი); გ) სავაჭრო დასახელება; დ) აგროქიმიკატის დანიშნულება; ე) გამოყენების რეკომენდაცია − დოზა, შეტანის წესი, ვადები, ჯერადობა. 2. აგროქიმიკატის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: ა) მოქმედი ნივთიერება, პროცენტული შემცველობა; ბ) აგროქიმიკატის ფორმა (გრანულა, კრისტალი, ფხვნილი, თხევადი); გ) PH; დ) ვარგისიანობის ვადა; ე) აგროქიმიკატის შეფუთვა, წონა. 3. განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია: ა) რეგისტრანტის განცხადება აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარების შესახებ; ბ) რეგისტრანტის წერილობითი უფლებამოსილება, იყოს მწარმოებლის წარმომადგენელი; გ) უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი; დ) ეტიკეტი; ე) ხარისხის ან ანალიზის სერტიფიკატი; ვ) აგროქიმიკატში მძიმე ლითონების შემცველობა; ზ) მწარმოებლის საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმპორტირებულის შემთხვევაში − სერტიფიკატი, ლიცენზია ან სხვა, ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში − ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).“. |
დოკუმენტის კომენტარები