დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის N 6 დადგენილებაში ცვლილება - დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016230 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11.05.2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016193) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება – დამატება:
1. რეგლამენტის 124-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი. 2. რეგლამენტს დაემატოს 1241 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1241. საკრებულოს წევრის ანგარიში 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ მაინც მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს და საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. საკრებულოს წევრის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის, ქედის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან წარდგენის წესი და საკრებულოს წევრის კვარტალური ანგარიშის ფორმა განისაზღვრება და მტკიცდება საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები