„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28405
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 24/10/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016426
  • Word
28405
24/10/2017
ვებგვერდი, 25/10/2017
000000000.00.00.016426
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება28405

2017 წლის 24 ოქტომბერი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამატებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №16) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №16

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

    მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;

ბ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

დ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება;

ე) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

ვ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიცირება;

ზ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;

ლ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) ოპერაციული დაგეგმვისა და მენეჯერული ინფორმაციის სამმართველო.

    მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი

ოპერაციული დაგეგმვისა და მენეჯერული ინფორმაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წლიური ოპერაციული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავება და სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის/სტრუქტურულ ქვედანაყოფებისათვის მისი გაცნობა;

ბ) შემოსავლების სამსახურის დამტკიცებული სტრატეგიის მიხედვით სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების მომდევნო წლის პრიორიტეტების, მიზნებისა და სასურველი შედეგების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია;

გ) სტრუქტურულ ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების წლიური სამოქმედო გეგმების მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია;

დ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმების განხილვის ორგანიზება დაგეგმილი აქტივობების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის, რესურსების ეფექტიანი გადანაწილებისა და შესაბამისი ბიუჯეტის ანალიზის მიზნით;

ე) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების ოპერაციული გეგმების გაერთიანება, ოპერაციული გეგმების დამტკიცების კოორდინაცია;

ვ) დამტკიცებული ოპერაციული გეგმების განხორციელების მონიტორინგი, სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების ანგარიშგების სისტემის შემუშავება და შეთანხმებული პერიოდულობით საჭირო ინფორმაციის მოგროვება;

ზ) სამსახურის უფროსის/სამსახურის უფროსის მოადგილის/დეპარტამენტის უფროსის მოთხოვნისამებრ შუალედური შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

თ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების მიხედვით დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის არსებული შეუსაბამობების მიზეზების მოკვლევა და რეაგირების ღონისძიებების გატარების ორგანიზება;

ი) 6 თვეში ერთხელ სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურულ ქვედანაყოფების წლიური სამოქმედო გეგმების შესრულების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება და პრეზენტაციების ორგანიზება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი