შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ

შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/14897-12
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/10/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
2/14897-12
05/10/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/ 14897-12

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ

2017 წლის 5 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელ − მოვალე − შპს ,,ნიუ ენერჯი“ (ს/კ 205026559)

დირექტორი − თამაზ გოგრიჭიანი

წარმომადგენელი − თამარ როგავა

მეურვე − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − ნათია სახოკია

მომრიგებელი საბჭოს წევრები − 1 − პაატა კუნჭულია

2 − თენგიზ ჭიჭინაძე

3 − გიორგი გოგიტიძე

მოთხოვნა − მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ნიუ ენერჯის“ გადახდისუუნარობის საქმე.

2017 წლის 5 ოქტომბერს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ნიუ ენერჯის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს ორი წევრის გადაწყვეტილება მოვალე შპს „ნიუ ენერჯის“ მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მომრიგებლებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ ხმის მიცემისაგან. მოცემულ შემთხვევაში მომრიგებელმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება შპს „ნიუ ენერჯის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-7, მე-8, 27-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. დამტკიცდეს 2016 წლის 8 ივლისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „ნიუ ენერჯის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 მოსამართლე                                                                           თამარ ჭუნიაშვილი