დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19-66 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016421 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 27/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016295) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-40 მუხლს დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„6. იმ შემთხვევაში, თუ 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და ვერ ხერხდება მშენებლობის დასრულება, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის კორექტირება (მათ შორის, მიწის ნაკვეთის გამიჯვნა) ხორციელდება დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამკვეთის (განმცხადებლის) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით ამავე პუნქტით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობით დოკუმენტში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს, რომ შემდგომი სამშენებლოდ განვითარების მიზნებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების, გეგმის დამტკიცების დროისთვის მოქმედ ნორმებთან მიწის ნაკვეთებისა და საპროექტო შენობა-ნაგებობების შეუსაბამობა. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესები ვრცელდება უფლებამოსილ ორგანოში 2018 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები