შპს „ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ კრედიტორთა კრების გადადების და მომდევნო კრების მოწვევის შესახებ

შპს „ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ კრედიტორთა კრების გადადების და მომდევნო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1938
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/09/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
2/1938
26/09/2017
ვებგვერდი, 11/10/2017
შპს „ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ კრედიტორთა კრების გადადების და მომდევნო კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/1938

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 26 სექტემბერი

 ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ეკატერინე აბესაძე

1. მეურვე − სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე;

2.  მოვალე − შპს „ცაგერის№16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“ წარმომადგენელი ამირან დადვანი;

3. კრედიტორები − სსიპ − შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 7 ნოემბერს, 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება;

ბ) გაკოტრების მმართველის არჩევა და გაკოტრების რეჟიმზე გადასვლის საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე, www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 კრების თავმჯდომარე                                                         გენადი მაკარიძე

 კრების მდივანი                                                                  ეკატერინე აბესაძე