შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ

შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1333
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/09/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
2/1333
26/09/2017
ვებგვერდი, 11/10/2017
შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/1333

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ეკატერინე აბესაძე

1. გაკოტრების მმართველი: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე

2. მოვალე – შპს „ბიოპოლუსის“ წარმომადგენელი ცირა ხუნწარია;

3. კრედიტორები – სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი კობა ქორიძე; სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ინგა კოწოლაძე; შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ წარმომადგენელი ნინო ვაშაყმაძე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 07 ნოემბერს 13:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება;

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე                                                                   გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                                                                              ეკატერინე აბესაძე