„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1327-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.018588
1327-Iს
02/11/2017
ვებგვერდი, 13/11/2017
260000000.05.001.018588
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა);“.

2. მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს სდპ-ის სტატუსს ანიჭებს შესაბამისი საზედამხედველო ორგანო.“.

3. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სუბიექტისათვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებას, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნებისა და წესების განსაზღვრას, მათ შორის, შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად;“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 ნოემბერი 2017 წ.

N1327-Iს