„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020155
446
05/10/2017
ვებგვერდი, 06/10/2017
470230000.10.003.020155
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №446

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

 

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეს (სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები) დანართ 1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება მიეწოდება სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები პროგრამით ანაზღაურდება, თუ სამედიცინო დაწესებულება თითოეულ შემთხვევაზე, ერთჯერადად, წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  11 პუნქტი:

„11. ამ დანართის მე-4 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული  მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს ამ  დანართის 23-ე მუხლის 44-ე პუნქტის შესაბამისად, განმახორციელებლის  მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი ან 11 პუნქტით განსაზღვრული პირობები;“.

4. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე პუნქტი:

„44. ამ დანართის მე-4 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ  სამედიცინო დაწესებულება შემთხვევის დადგომიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა, ხოლო 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დამდგარი პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში (რომელიც გრძელდება 2017 წლის 1 ოქტომბრის   შემდგომ პერიოდში) - 2017 წლის 10 ოქტომბრამდე წერილობით ერთჯერადად დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევის შესახებ დააფიქსირებს შეტყობინებას სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს შემთხვევის დაწყებიდან  გაწეული სამედიცინო მომსახურება ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამასთან, ამ დანართის მე-4 მუხლის 11 პუნქტით  განსაზღვრულ  შემთხვევებში,  მოსარგებლეებზე  არ  ვრცელდება ამ   დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტი და მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი