„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26823
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/10/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 05/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016424
26823
04/10/2017
ვებგვერდი, 05/10/2017
000000000.00.00.016424
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №26823

2017 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველო;

ბ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო;

გ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;

დ) საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველო;

ე) საბაჟო რისკების მართვის სამმართველო;

ვ) საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველო;

ზ) თელავის გაფორმების განყოფილება;

თ) ახალციხის გაფორმების განყოფილება;

ი) ქუთაისის გაფორმების განყოფილება;

კ) რუსთავის გაფორმების განყოფილება;

ლ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“;

მ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი 2“;

ნ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“;

ო) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“;

პ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“;

ჟ) საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო;

რ) არასატარიფო კონტროლის სამმართველო;

ს) სპეციალური ტექნიკის სამმართველო;

ტ) სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო;

უ) კინოლოგიის სამმართველო;

ფ) მონაცემთა დამუშავების სამმართველო;

ქ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“;

ღ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“;

ყ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“;

შ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი“;

ჩ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“;

ც) საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“;

ძ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“;

წ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“;

ჭ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო“;

ხ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“;

ჯ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“;

ჰ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“;

1) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“;

2) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“;

3) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“;

4) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;

5) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;

6) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“;

7) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი -ახალქალაქი სარკინიგზო“;

8) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“:

ა.ა) მომსახურების სამმართველო;

ა.ბ) სასაქონლო ოპერაციების სამმართველო;

ა.გ) ლოჯისტიკის სამმართველო;

ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი 2“:

ბ.ა) მომსახურების სამმართველო;

ბ.ბ) სასაქონლო ოპერაციების სამმართველო;

ბ.გ) ლოჯისტიკის სამმართველო;

დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“:

დ.ა) მომსახურების სამმართველო;

დ.ბ) სასაქონლო ოპერაციების სამმართველო;

დ.გ) ლოჯისტიკის სამმართველო;

ე) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“:

ე.ა) მომსახურების სამმართველო;

ე.ბ) სასაქონლო ოპერაციების სამმართველო;

ე.გ) ლოჯისტიკის სამმართველო;

ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“:

ვ.ა) მომსახურების სამმართველო;

ვ.ბ) სასაქონლო ოპერაციების სამმართველო;

ვ.ბ) საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველო.

ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები:

ზ.ა) ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განყოფილება.

თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“:

თ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველო

მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ბ) მომსახურების გაწევის პროცესში არსებული ან/და პოტენციური პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და ანალიზი, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) თანამშრომლების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შესწავლა, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადება;

დ) მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევისა და შეფასების უზრუნველყოფა, კვლევის შედეგების ანალიზი და მომსახურების დონის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;

ე) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე (მათ შორის, გადასახადის გადამხდელებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მოთხოვნით) პერიოდული შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება;

ვ) საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მომსახურების გაწევის პროცესში მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;

ზ) მომსახურების ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს შემუშავება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ი) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 და 82 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველო

საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საგადასახადო შემოწმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოში არსებული ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი ან/და მიღებული (მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში) ინფორმაციის ანალიზი;

დ) საგარეო - ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ვ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის შემოწმების მასალების მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;

ზ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული გადასახადის (მათ შორის, დამატებით), საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე) და მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;

თ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

ი) საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

მუხლი 82. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო

საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისთვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი რეაგირება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;

გ) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური საბაჟო კონტროლი;

დ) სასაქონლო ოპერაციათა მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი;

ე) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და სისტემაში სამუშაოდ საჭირო სხვა ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში მონაცემების შეტანაზე კონტროლი, შეტანილი მონაცემების პროგრამული კორექტირება ან გაუქმება და სათანადო რეაგირება;

ზ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის დათვალიერება; საბაჟო კონტროლის შედეგების გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ი) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება (მათ შორის, აუდიო-ვიდეოკონტროლის საშუალებების მეშვეობით), დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

კ) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;

ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;

მ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა), აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;

ნ) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი;

ო) დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

პ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება დეპარტამენტის უფროსისათვის;

ჟ) დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების) რეგისტრაციისა და შემსრულებლამდე დაყვანის უზრუნველყოფა;

რ) შემოსული და გასული კორესპონდენციის სათანადო დამუშავება და კონტროლი შემოსული კორესპონდენციის მოძრაობაზე;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა - აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ტ) საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

უ) სამმართველოს მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საბაჟო კონტროლის სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ქ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რისკის იდენტიფიკაცია და ანალიზი, რისკის პროფილების შემუშავება და დამტკიცება დადგენილი წესის შესაბამისად, „იდენტიფიცირებული საბაჟო რისკების რეესტრის“ და „საბაჟო რისკის პროფილების რეესტრის“ წარმოება, რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების ინტეგრირება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში ან/და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, მოქმედი რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების შეცვლა ან გაუქმება;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით ან, კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;“.

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველო

საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქონლის გაფორმების პროცედურების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ) დეპარტამენტში წარდგენილი, ვალდებულების შესრულების გარანტიების (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) გაუქმების ან თანხების ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

დ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

ე) საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

ვ) გაფორმების განყოფილებების ან გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მიწოდება შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

6. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს 111 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111. თელავის, ახალციხის, ქუთაისის და რუსთავის გაფორმების განყოფილებები

1. თელავის, ახალციხის, ქუთაისის და რუსთავის გაფორმების განყოფილებების ფუნქციებია:

ა) საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:

ა.ა) საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება;

ა.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო დეკლარაციების შევსება;

ა.გ) საბაჟო დეკლარაციისა და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ - ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ა.დ) საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ა.ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ა.ვ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

ბ) რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;

გ) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური საბაჟო კონტროლი;

დ) განყოფილებაში წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

ე) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსთვის მიწოდება;

ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

თ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

ი) განყოფილების მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსი/მოადგილე ან განყოფილების უფროსი), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების და სერტიფიკატის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს განყოფილების უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.“.

7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. გაფორმების ეკონომიკური ზონები

1. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“ და „ფოთის“ ლოჯისტიკის სამმართველოების ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს კომპეტენციის ფარგლებში ფუნქციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა:

ა.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების საბაჟო კონტროლი;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების მიმართ სატვირთო ოპერაციების (გადმოტვირთვა/ჩატვირთვა) უზრუნველყოფა და მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

ა.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა;

ბ) საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება;

გ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .

2. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“, „ფოთის“, „აეროპორტის“ მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;

ბ) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, წარმოდგენილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე თანხმობის მიცემა ან/და სასაქონლო ექსპერტის მოწვევა;

გ) დეკლარირებული საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;

ე) მწვანე და ლურჯ დერეფნებში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის მიმართ პროცედურების დასრულება, ასევე პროცედურების დასრულება ნებისმიერ დერეფანში მოხვედრილი იმ საბაჟო დეკლარაციის მიმართ, რომლის „ASYCUDA“-ს გამოყენებით დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელების გადახდით;

ვ) საქონლის წარდგენის ვადების დაცვის შემოწმება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება;

ზ) დასრულებული საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტისათვის ჩაბარება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

ი) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

კ) მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა;

მ) საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ორგანიზების და მართვის უზრუნველყოფა;

ნ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსათვის მიწოდება;

ო) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების გაფორმების ადგილზე წარდგენის კონტროლი;

პ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ჟ) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;

რ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ს) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .

3. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“, „ფოთის“ და „აეროპორტის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველოების ფუნქციებია:

ა) წითელ ან ყვითელ დერეფანში განსაზღვრული საბაჟო დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:

ა.ა) საბაჟო დეკლარაციისა და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სეს ესნ - ის შესაბამისად სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ა.ბ) საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ა.დ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ა.ე) საქონლის დათვალიერება (მხოლოდ წითელ დერეფანში განსაზღვრული დეკლარაციის შემთხვევაში) მისი იდენტიფიკაციისათვის ან/და დეკლარირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დასადგენად;

ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი), მისი გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა - აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

დ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

ე) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე, უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსთვის მიწოდება;

ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების გაფორმების ადგილზე წარდგენის კონტროლი;

თ) ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა;

ი) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

4. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გადამზიდავების მიერ საფოსტო გზავნილის მიმართ განხორციელებული საბაჟო პროცედურების კონტროლი:

ა.ა) გადამზიდავების მიერ ადრესატისთვის საფოსტო გზავნილების მიწოდების განხორციელების დროს საგადასახადო კანომდებლობით მოთხოვნილი პირობების კონტროლი;

ა.ბ) საფოსტო გზავნილების ნუსხების კონტროლი (შემოწმება, შეფასება) და ელექტრონულად დადასტურება;

ბ) საფოსტო გზავნილების კონტროლი:

ბ.ა) საფოსტო გზავნილების სკანერის მეშვეობით დამუშავება და კონტროლი;

ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირების მიზნით გზავნილის გახსნა და საქონლის დათვალიერება;

გ) საჭიროების შემთხვევაში რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა;

დ) წითელ ან ყვითელ დერეფანში შერჩეული საბაჟო დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული სასაქონლო ოპერაციების დასრულების მიზნით:

დ.ა) წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების შემოწმება;

დ.ბ) დეკლარაციის შევსების სისწორის შემოწმება;

დ.გ) სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის შემოწმება;

დ.დ) აკრძალვების, შეზღუდვების და გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის არასატარიფო პირობების შემოწმება;

დ.ე) წითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის დათვალიერება მისი იდენტიფიკაციისათვის ან/და დეკლარირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დასადგენად;

დ.ვ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება;

დ.ზ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შემოწმება;

დ.თ) გადასახდელების დარიცხვის შემოწმება;

დ.ი) საბაჟო დეკლარაციის შემოწმების და საბაჟო კონტროლის დასრულება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდელების დარიცხვა;

ვ) დარიცხული გადასახადის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და გადამხდელის პირად ბარათზე ასახვის უზრუნველყოფა;

ზ) საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება;

თ) საგადასახადო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;

ი) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების და სერტიფიკატის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე, სამმართველოს უფროსი/მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.“.

8. მე-14 მუხლის „ო“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს 141 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. სპეციალური ტექნიკის სამმართველო

სპეციალური ტექნიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება, საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ბ) საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არსებული რენტგენო-სკანერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების მონიტორინგი, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიანი ბაზის ფორმირება, დამუშავება და ანალიზი;

დ) საგადასახადო ორგანოებში არსებული ვიდეოკამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პორტატული ხელსაწყოების გამოყენების ორგანიზება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) აუდიო-ვიდეოკონტროლის საშუალებების მეშვეობით მიღებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მისი გაცემის უზრუნველყოფა;

ზ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

10. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს 161 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161. მონაცემთა დამუშავების სამმართველო

მონაცემთა დამუშავების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბაჟო სტატისტიკის წარმოება, მონაცემების დამუშავება-ანალიზი, განზოგადება, შედარებითი და სხვა შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე განსაზღვრული ტენდენციების გამოვლენა, რომელიც შეეხება:

ა.ა) საქართველოს მიერ დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში შეღავათიანი სატარიფო რეჟიმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით განხორციელებულ სასაქონლო ოპერაციას;

ა.ბ) ცალკეულ სასაქონლო ოპერაციებს;

ა.გ) სანებართვო საქმიანობის კონტროლს, ნებართვის მფლობელთა საქმიანობას, მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს, ნებაყოფლობით კანონმორჩილებას;

ა.დ) ნებისმიერი საბაჟო დოკუმენტების მეშვეობით მიღებულ მონაცემს;

ა.ე) საგადასახადო და სხვა სახის სამართალდარღვევებს;

ა.ვ) ნაღდი ფულის გადაადგილებას, არასატარიფო საქმიანობის მონიტორინგს;

ა.ზ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს;

ა.თ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებულ საბაჟო ინფორმაციას;

ა.ი) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზიდან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა მონაცემთა ბაზიდან მონაცემთა ღია წყაროებიდან საბაჟო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას;

ბ) ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამუშავების საბოლოო შედეგების ამსახველი მონაცემების საჯარო გამოქვეყნებისთვის მომზადება;

გ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 5 ოქტომბრიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                         გიორგი თაბუაშვილი