დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 28/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016229 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/10/2017 - 08/12/2017)
|
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ (სსმ, ვებგვერდი, 10.03.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-6 მუხლის:
|
ა)
მე-4 პუნქტს „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახური;”; |
ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს მთავარი მრჩეველი, ხოლო დეპარტამენტს – დირექტორი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები). დეპარტამენტში შეიძლება არსებობდეს სამმართველოები. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, ხოლო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.“. |
2.
მე-10 მუხლის:
|
ა)
„კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
|
ბ)
„ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტის მომზადება;“. |
3.
მე-11 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტის მომზადება; |
4.
მე-12 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტის მომზადება;“. |
5.
მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეგულირების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება და მათი სრულყოფის კოორდინაცია; ბ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება; გ) რეგულირების საერთაშორისო ტენდენციებისა და მეთოდოლოგიური მიდგომების შესწავლა-ანალიზი და მათ საფუძველზე სათანადო წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ) რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებზე ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა. ამავე საწარმოების მომსახურების შესახებ მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციების შესწავლა-დამუშავება, მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში ასახვის მიზნით; ე) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ზ) გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა, რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებზე ანგარიშების კონსოლიდაცია, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდისა და სახის ანგარიშების შედგენა.”. |
6.
მე-17 მუხლის პირველ პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) კომისიის ცხელი ხაზით მომსახურების უზრუნველყოფა;“. |
7.
22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახური მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება; ბ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად დატვირთვის უზრუნველყოფა, ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება; დ) გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშის შედგენა; ე) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და რეაგირება.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები