დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადეობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35/93 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 21/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016499 |
|
ცვლილება ნომერი ორი
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში |
განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება №AAG-114-G-16-00003
2017 წლის 1 სექტემბერი ცვლილება ნომერი ორი „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის” ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („USAID”) მეშვეობით, და საქართველოს შორის, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები”) 2016 წლის 11 იანვარს ხელმოწერილ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება”). ვინაიდან გრანტის მიმღებმა და USAID-მა („მხარეები”) 2016 წლის 11 იანვარს გააფორმეს შეთანხმება საქართველოში მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოების განვითარების მიზნის ხელშეწყობისთვის, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში („განვრცობილი აღწერა”); ვინაიდან, გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ შეთანხმებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა გაიზარდოს $248,000-ით $4,952,000-დან $5,200,000-მდე; და (ბ) შესაბამისად განახლდეს ფინანსური გეგმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: |
1. შეთანხმების 3.1 (ბ) პუნქტის „USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა" პირველ წინადადებაში „თანხა $4,952,000” წაიშლება და შეიცვლება თანხით “$ 5,200,000 ”.
2. დანართი 1, ცხრილი „ა" სახელწოდებით ფინანსური გეგმა წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:
3. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინი და პირობა უცვლელია და რჩება ძალაში.
რომლის დასტურადაც საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ ორს თავიანთი სახელებით და ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ დღეს, თვესა და წელს.
|
|
დოკუმენტის კომენტარები