ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში

ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში
დოკუმენტის ნომერი 35/92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 21/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016498
35/92
01/09/2017
ვებგვერდი, 05/10/2017
480610000.03.030.016498
ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ცვლილება ნომერი ორი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში

 


განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება №AAG-114-G-16-00001

2017 წლის 1 სექტემბერი

 

ცვლილება ნომერი ორი „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” ამერიკის შეერთებულ შტატებსა, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („USAID”) მეშვეობით და საქართველოს შორის, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები”) 2015 წლის 22 დეკემბერს ხელმოწერილ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში (შემდგომში – „შეთანხმება”).

ვინაიდან გრანტის მიმღებმა და USAID-მა („მხარეები”) 2015 წლის 22 დეკემბერს გააფორმეს შეთანხმება საქართველოში დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის და ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარების მიზნის ხელშეწყობისთვის, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში („განვრცობილი აღწერა”);

ვინაიდან გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ შეთანხმებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა გაიზარდოს $5,594,350-ით $25,087,767 -დან $30,682,117-მდე; და (ბ) შესაბამისად განახლდეს ფინანსური გეგმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმება  უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:


1. შეთანხმების 3.1 (ბ) პუნქტის „USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა“ პირველ წინადადებაში „თანხა $25,087,767” წაიშლება და შეიცვლება თანხით „$ 30,682,117”.

2. დანართი 1, ცხრილი ა სახელწოდებით „ფინანსური გეგმა“ წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

 

პროგრამის სფეროები

USAID-ის   თავდაპირველი მონაწილეობა

USAID-ის მთლიანი მონაწილეობა თარიღისთვის

USAID-ის მიმდინარე მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა

USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობის ცვლილება

USAID-ის ახალი მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

$3,218,000

$6,738,000

$13,871,394

$3,500,000

$17,371,394

დემოკრატიული მმართველობა

$1,950,000

$4,320,000

$8,904,373

$676,350

$9,580,723

სამოქალაქო საზოგადოება

$850,000

$1,480,000

$2,312,000

$1,418,000

$3,730,000

ჯამური თანხა

$6,018,000

$12,538,000

25,087,767

$5,594,350

$30,682,117

 

3. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინი და პირობა უცვლელია და რჩება ძალაში.

რომლის დასტურადაც, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ, უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ ორს თავიანთი სახელებით და ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ დღეს, თვესა და წელს:

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები

 

(ხელმოწერილია)         

დუგლას ბოლი

საქართველო

 

(ხელმოწერილია)        

დიმიტრი ქუმსიშვილი

 

 

 

თანამდებობა: Mission Director

                           USAID/Georgia

 

თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თარიღი: 9/1/2017

თარიღი: 9/1/2017