შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/14897-12
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/09/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
2/14897-12
28/09/2017
ვებგვერდი, 02/10/2017
შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/14897-12

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე − თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელიმოვალეშპს ნიუ ენერჯი (/ 205026559)

დირექტორითამაზ გოგრიჭიანი

წარმომადგენელითამარ როგავა

მეურვეაღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელინათია სახოკია

მომრიგებელი საბჭოს წევრები − 1 − პაატა კუნჭულია

2 − თენგიზ ჭიჭინაძე

3 − გიორგი გოგიტიძე

მოთხოვნაკრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ნიუ ენერჯის“ გადახდისუუნარობის საქმე.

2017 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მეურვე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ნათია სახოკიამ და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს მიერ დანიშნულ კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რის გამოც კრედიტორთა პირველი კრება  შეწყდა და გადაიდო სხვა დროისთვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება გაგრძელდეს 2017 წლის 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების შესახებ;

1.2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                                          თამარ ჭუნიაშვილი