სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8768-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/09/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
2/8768-11
28/09/2017
ვებგვერდი, 02/10/2017
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/8768-11

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 2 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე − თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი − კრედიტორი − სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე

წარმომადგენლები − 1 − ლევან ქევხიშვილი

2 − გიორგი ცობეხია

3 − ლერი ქათამაძე

4 − თამარ გურაბანიძე

მოვალე − სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“

გაკოტრების მმართველი − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები − 1 − ნათია სახოკია

2 − კობა ხუბუნაია

3 − მიხეილ ლომთაძე

4 − ზურაბი ჯავახიშვილი

5 − ნანა გალახვარიძე

მოთხოვნა − კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების საქმე.

2017 წლის 21 სექტემბერს დანიშნული კრედიტორთა რიგგარეშე კრება გაგრძელდა 2017 წლის 28 სექტემბერს.

2017 წლის 28 სექტემბრის კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორთა რიგგარეშე კრება უნდა გაგრძელდეს 2017 წლის 5 ოქტომბერს 14:00 საათზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება გაგრძელდეს 2017 წლის 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                        თამარ ჭუნიაშვილი