„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020154
445
28/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
300160070.10.003.020154
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №445

2017 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) ჭერილის ამოღება ხდება ერთ-ერთი მცურავი საშუალების მიერ, რომლის ვალდებულებაცაა შესაბამისად სარეწაო ჟურნალის ან ელექტრონული სარეწაო ჟურნალის სრულად შევსება და პასუხისმგებელია ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები

1. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა) ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა დეპარტამენტსა და ლიცენზიის გამცემს განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

2. თევზმჭერი ვალდებულია, შემოწმების პროცესში ხელი შეუწყოს დეპარტამენტის კანონიერ ქმედებებს, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით, მოთხოვნისთანავე წყალსატევიდან დაუყოვნებლივ ამოიღოს ის ბადე-იარაღები, რომლითაც იჭერს თევზს.

3. თევზჭერის ლიცენზიატი (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა)  თევზჭერის დაწყებამდე ვალდებულია, დეპარტამენტში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში, როგორც თევზმჭერი, ასევე გადამზიდი (სატრანსპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიატსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).

4. ლიცენზირებადი თევზჭერისას (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა) თითოეული თევზმჭერი, სატრანსპორტო საშუალების მიხედვით ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით ვალდებულია, აწარმოოს ამ ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული დანართ №3-ით გათვალისწინებული სარეწაო ჟურნალი. თევზჭერის განმახორციელებელი პირი (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა) უფლებამოსილია, სარეწაო ჟურნალის ნაცვლად აწარმოოს ამ რეგლამენტის 151 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული სარეწაო ჟურნალი. იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის განმახორციელებელი პირი (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელისა) გამოიყენებს უფლებას, აწარმოოს ელექტრონული სარეწაო ჟურნალი, ის ვალდებული ხდება, შესაბამისი თევზჭერის სეზონის ბოლომდე აწარმოოს მხოლოდ ელექტრონული სარეწაო ჟურნალი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სარეწაო ჟურნალი არის თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობისა და რაოდენობის ამსახველი, დანომრილი, ზონარგაყრილი და თევზჭერის ადგილმდებარეობის შესაბამისად, დეპარტამენტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:

ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;

ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტები ივსება უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;

გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტები ივსება უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში);

დ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზმჭერი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტები ივსება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;

ე) 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზმჭერი მცურავი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტები ივსება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში, თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათისა;

ვ) შიდა წყალსატევებში თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტები ივსება მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა- ამოყვანისთანავე;

ზ) სამრეწველო თევზჭერისას ჭერილში ქაფშიის არსებობისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტები ივსება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში, თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათისა;

თ) წყვილის ტრალით თევზჭერისას სარეწაო ჟურნალი დადგენილი წესით ივსება რეწვაში მონაწილე იმ მცურავი საშუალების მიერ, რომელზეც ხდება ჭერილის ამოღება. რეწვაში მონაწილე მეორე მცურავი საშუალების მიერ სარეწაო ჟურნალში ივსება მხოლოდ 1, 2, 4, 9 და 10 გრაფები. მე-9 გრაფაში – „შენიშვნა“ იწერება რეწვაში მონაწილე იმ მცურავი საშუალების სახელწოდება, რომელიც სრულად ავსებს სარეწაო ჟურნალს. სარეწაო ჟურნალის მე-4 გრაფაში მეორე მცურავი საშუალების მიერ წუთისა და საათის მითითება სავალდებულო არ არის.

8. სარეწაო ჟურნალში ყველა ჩანაწერი წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.

9. სარეწაო ჟურნალი ივსება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს დროით.

10. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი.

11. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში, თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე ცხელი ხაზის (153) მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს.  

12. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.

13. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში, ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას, სარეწაო ჟურნალი წარედგინება იმ ორგანოს, რომელმაც განახორციელა მისი დამოწმება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

მუხლი 151. ელექტრონული მონიტორინგის სისტემა

1. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ჭერილის რეალურ დროში კონტროლის მიზნით, გემზე დაამონტაჟოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და აწარმოოს ელექტრონული თევზჭერის ჟურნალი.

2. ელექტრონული მონიტორინგის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ამ დადგენილების  დანართ №4-ით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

3. ელექტრონული სარეწაო ჟურნალი არის თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობისა და რაოდენობის ამსახველი ელექტრონული დოკუმენტი.

4. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ სარეწაო თევზჭერის აღრიცხვა ხორციელდება „ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ინსტრუქციის“  შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

5. ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოებისას, მისი შევსების წესის დარღვევა წარმოადგენს თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევას.“.

4. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  №4 დანართი :

დანართი №4

ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და გამოყენების პირობები

1. ელექტრონული მონიტორინგის სისტემა მოიცავს გემზე დამონტაჟებულ ურთიერთდაკავშირებულ ვიდეოკამერას/ვიდეოკამერებს, ქსელურ ვიდეოჩამწერსა და GSM-WiFi Router-ს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ ჭერილის რეალურ დროში ვიდეოკონტროლს.

2. ვიდეოკამერის ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) ღამის ხედვა არანაკლებ 20 მეტრის ინფრაწითელი განათების საშუალებით;

ბ) გარე გამოყენება;

გ) გარჩევადობა არანაკლებ 2 მეგაპიქსელისა;

დ) კამერის მატრიცის ზომა არანაკლებ 1/3 დიუმისა.

3. ქსელური ვიდეოჩამწერის ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) სრული მაღალი გარჩევადობა (Full HD) არანაკლებ 4 ვიდეოკამერის შეერთების შესაძლებლობით;

ბ) ოთხივე არხზე კვების მიწოდების საშუალებით;

გ) ინტეგრირებული არანაკლებ 2 ტერაბაიტი ვინჩესტერი;

დ) არანაკლებ 1 LAN ინტერფეისი;

ე) არანაკლებ USB 2.0 ინტერფეისი;

ვ) შემავალი კვება 12 V მუდმივი ძაბვა;

ზ) თანმდევი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას უნდა იძლეოდეს, დისტანციურად განხორციელდეს ვიდეომონიტორინგი;

თ) Web ინტერფეისი.

4. GSM-WiFi Router-ის ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) ინდუსტრიული ტიპი;

ბ) თავსებადი საქართველოში მოქმედ ფიჭური კავშირის ოპერატორებთან;

გ) თავსებადი საქართველოში მოქმედ GPRS 3G და 4G ქსელებთან;

დ) უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 LAN პორტი;

ე) უნდა ჰქონდეს როუტინგის ფუნქცია, ვირტუალური პირადი ქსელის შექმნის საშუალებით;

ვ) ინტეგრირებული WiFi დაშვების წერტილი;

ზ) ინტეგრირებული GSM მოდული არანაკლებ 22 DBM გადაცემის სიმძლავრით, მგრძნობელობა არანაკლებ მინუს 97 DBM;

თ) GSM სიგნალის გამაძლიერებელი ანტენა არანაკლებ 7 დეციბელისა;

ი) შემავალი კვება 12 V მუდმივი ძაბვა;

კ) Web ინტერფეისი.

5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, თევზჭერის მიზნით გემის ნავსადგურიდან გასვლიდან მის ნავსადგურში დაბრუნებამდე უწყვეტად გადაიღოს ვიდეო. ქისაბადით თევზჭერის შემთხვევაში, სავალდებულოა არანაკლებ ორი კამერის დამონტაჟება. კამერა (კამერები) გემზე ისე უნდა განთავსდეს, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი თევზჭერის პროცესის უწყვეტი კონტროლი.  

6. აკრძალულია ვიდეოგადაღების გარეშე წყალში თევზსაჭერი სარეწაო ბადე-იარაღის ჩაგება ან წყლიდან მისი ამოღება.

7. სამრეწველო თევზჭერის პროცესში გემზე დამონტაჟებული და შესაბამის სისტემაში ჩართული უნდა იყოს ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (AIS).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი