„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 340
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017023
340
26/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
190040000.22.033.017023
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №340

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებით (სსმ III, 30.12.2009წ., №159, მუხ. 1979) დამტკიცებული „გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინასური აქტივების ზრდის ჯამი

თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თვითმმართველი ქალაქებისათვის: Ecity=Scity*Gcity%

მუნიციპალიტეტებისათვის: Em=Sm*Gm%,

სადაც:

Ecity თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Em მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Scity თვითმმართველი ქალაქის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი თვითმმართველი ქალაქების კოეფიციენტების საერთო მოცულობაში;

Sm მუნიციპალიტეტის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების საერთო მოცულობაში;

G ანუ Gcity-სა და Gm-ის ჯამი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობას, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

Gcity თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 63%-ით.

Gm მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინასური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 37%-ით.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სტატუსის კოეფიციენტის (ST-ის) გაანგარიშება

სტატუსის კოეფიციენტი (ST) მიიღება თვითმმართველი ერთეულის, დედაქალაქის, მაღალმთიანობის სტატუსების და დროებით მხარდაჭერის კოეფიციენტების  ჯამით:

ST=SU+SCC+SHM+SJ,

სადაც:

SU წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და განისაზღვრება 1.0-ის ოდენობით;

SCC წარმოადგენს დედაქალაქის სტატუსს და თვითმმართელი ქალაქების თბილისის და ბათუმისათვის განისაზღვროს  2.0-ის ოდენობით;

SHM წარმოადგენს მაღალმთიანობის სტატუსს, რომელიც განისაზღვრება 0.1-ის ოდენობით და ენიჭება იმ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებშიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული ნუსხიდან მდებარეობს არანაკლებ 10 დასახლებული პუნქტი;

SJ წარმოადგენს დროებითი მხარდაჭერის კოეფიციენტს „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილების საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტებისათვის და განისაზღვრება:

2018 წლისათვის 0.5-ის ოდენობით;

2019 წლისათვის 0.3-ის ოდენობით;

2020 წლისათვის 0.1-ის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი