სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი - 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი - 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1890
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024631
1890
07/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024631
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი - 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1890

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარ ენერჯი - 2007-ისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „აჭარ ენერჯი - 2007-ს“ (ს/კ: 245591426) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 520 (ხუთას ოცი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში მდებარე 271.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №22.28.08.392).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის – 520 (ხუთას ოცი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი - 2007-ს“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების: „კირნათისა“ და „ხელვაჩაური I-ის“ ფუნქციონირების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი